ჩინეთი მსოფლიოში უდიდეს წყალქვეშა ტელესკოპს აშენებს
ჩინეთში მეცნიერები მსოფლიოში უდიდეს წყალქვეშა დეტექტორს აშენებენ. დეტექტორი 3 500 მეტრის სიღრმეში იქნება და ის "მოჩვენება ნაწილაკებზე" ინადირებს.
ტროპიკული ღრმა-ზღვის ნეიტრინო ტელესკოპი (TRIDENT) დასავლეთ წყნარი ოკეანის ფსკერზე იქნება. 2030 წელს, დასრულების შემდეგ, ის სინათლის შესწავლას დაიწყებს და ნეიტრინოების დაფიქსირებას შეეცდება.
შემდეგი პოდკასტი: ნეიტრინოების ემისიის აღმოჩენა — ქართველი მეცნიერი ისტორიულ კვლევაში
ცნობისთვის, ნეიტრინოს აქვს უნარი შეუმჩნევლად გაიაროს ყოველგვარ მასაში. ამის გამო მას ზედმეტსახელად "მოჩვენება ნაწილაკები" უწოდეს. ისინი ფაქტიურად უცვლელი რჩება და შორეული კოსმოსური მოვლენების შესასწავლად იდეალურია.
ყოველ წამში დაახლოებით 100 მილიარდი ეს ნაწილაკი ჩვენი სხეულის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე გადის. და მაინც, ისინი ფაქტიურად არ ურთიერთქმედებენ სხვა ტიპის მატერიასთან.
იქიდან გამომდინარე, რომ ნეიტრინოებზე ზემოქმედება რთულია, მათზე დაკვირვებით, ფიზიკოსებს უძველესი სამყაროს შესწავლა შეუძლიათ.
"დედამიწის ფარად გამოყენებით, TRIDENT აღმოაჩენს ნეიტრინოებს, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ხვდება. რადგან ტელესკოპი ეკვატორთან ახლოსაა, მას ნეიტრინოების დაჭერა ნებისმიერი მხრიდან შეეძლება", — განუცხადა ჟურნალისტებს პროექტის მთავარმა მეცნიერმა სიუ დონგლიანმა.
ნეიტრინოები გვხვდება ყველგან. რაოდენობით ეს ნაწილაკები ფოტონების შემდეგ ყველაზე ხშირია. როგორც წესი, ისინი ვარსკვლავების ბირთვში წარმოიქმნება. გარდა ამისა, ნაწილაკებს ამაჩქარებლებშიც წარმოქმნიან.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველგან არიან, მათი მინიმალური ურთიერთქმედება ნაწილაკების დაფიქსირებას ძალიან ართულებს. ნეიტრინოები პირველად 1956 წელს აღმოაჩინეს.
და მაინც, ნეიტრინოები შედარებით უფრო წყლის მოლეკულებთან ურთიერთქმედებენ. როდესაც ნეიტრინო ხვდება წყალში ან ყინულში, ზოგჯერ მიონები წარმოიქმნება. ეს აჩენს სინათლის ციმციმს. ამ ციმციმის ნიმუშების შესწავლით, მეცნიერებს შეუძლიათ ნეიტრინოების ენერგიისა და წყაროს რეკონსტრუქცია.
სწორედ ამიტომ, ჩინეთის ახალი დეტექტორი წყალში განთავსდება. გიგანტური დეტექტორი 24 000-ზე მეტი ოპტიკური სენსორისგან შედგება.
მეცნიერები ამბობენ, რომ საპილოტე პროექტი 2026 წელს დაიწყება, ხოლო სრულად დეტექტორი 2030 წელს ამოქმედდება.
კომენტარები