სასამართლომ ჯონასისა და ტერნერის შვილების მეურვეობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა
ფოტო: Wireimage
სექტემბერში მომღერალი ჯო ჯონასი და მსახიობი სოფი ტერნერი 4-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ სოფიმ შვილებზე მეურვეობა მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე მშობელს 3 წლის ვილასა და 15 თვის დელფინზე თანაბარი უფლებები ექნება და ბავშვებთან დროს ერთნაირი ინტერვალებით გაატარებენ. განაჩენი 2024 წლის დასაწყისამდე იმოქმედებს, შემდეგ კი გადაიხედება.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, 9 ოქტომბრიდან ბავშვები 10-20 დღიანი ინტერვალებით ხან დედასთან იქნებია, ხან მამასთან. საახალწლო არდადეგებს ისინი 16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით სოფისთან გაატარებენ. სასამართლო საქმეს 23 დეკემბერს კიდევ ერთხელ განიხილავს და მეურვეობის საკითხს გადაწყვეტს.
ვარსკვლავების განქორწინებას სპეკულაციები მოჰყვა. სოფიმ და ჯონასმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, საზოგადოებას მათი პირადი სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდეს და თქვეს, რომ გადაწყვეტილება ერთად მიიღეს.
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა მედია განქორწინებაზე პასუხისმგებლობას ტერნერს აკისრებდა და განსხვავებულ ბრალდებებს უყენებდა, მაგალითად, წერდნენ, რომ სოფი შვილებს ყურადღებას არ აქცევდა და ბოლო თვეების განმავლობაში მათზე ზრუნვა მხოლოდ ჯოს უწევდა, როცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში ტერნერი გადაღებების გამო ინგლისში იყო.
საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ სოფის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან თავად ჯო და მისი გუნდი იდგა და მათი მიზანი ტერნერის რეპუტაციის შელახვა იყო. ამ პერიოდში პრესაში ჯოსა და სოფის შვილების ფოტოებიც გავრცელდა, რომელთა პირად სივრცესაც წყვილი წლების განმავლობაში უფრთხილდებოდა.
საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ამ ფოტოებზე წვდომა მედიას ჯოს ლეიბლმა მისცა. საზოგადოებამ ტერნერის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისთვის ჯო გააკრიტიკა და სოფის მხარი დაუჭირა.
ამის შემდეგ, ტერნერი განქორწინების პირობების განსახილველად და შვილებთან დროის გასატარებლად ამერიკაში დაბრუნდა. როგორც ჯონასის წარმომადგენლები ამბობენ, წყვილი თავდაპირველად ორივესთვის ხელსაყრელ პირობებზე შეთანხმდა, თუმცა მალევე ტერნერმა ყოფილ ქმარს სასამართლოში უჩივლა, რათა ბავშვებზე სრული მეურვეობა მოიპოვოს და ისინი საცხოვრებლად ინგლისში გადაიყვანოს.
სოფი ამბობს, რომ აგვისტოში წყვილმა იკამათა, რის შემდეგაც ჯონასმა განქორწინების გადაწყვეტილება ცოლთან შეუთანხმებლად მიიღო და მან ამის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გაიგო. ჯონასის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ეს ტყუილია.
ტერნერის თქმით, ზამთარში წყვილი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადასვლაზე შეთანხმდა, თუმცა ჯერჯერობით ჯო შვილებთან ერთად ტურის გამო ამერიკაში რჩებოდა, როცა სოფი ინგლისში გადაღებებზე იყო.
ტერნერმა ამერიკაში დაბრუნების შემეგ ჯონასს ინგლისში გადასვლის გადაწყვეტილება გაახსენა, თუმცა აღმოაჩინა, რომ ჯომ აზრი შეიცვალა — მან არამხოლოდ ის გადაიფიქრა, რომ თავად გადასულიყო დიდ ბრიტანეთში, არამედ სოფის ბავშვების პასპორტებს არ აძლევს, რათა დედამ მათი წაყვანა ვერ შეძლოს.
ჯოს წარმომადგენლების თქმით, სასამართლო განხილვის პერიოდში სოფის ბავშვების ქვეყნიდან გაყვანის უფლება არ აქვს და პასპორტების არმიცემის მიზეზად ამას ასახელებს. ისინი ასევე ამბობენ, რომ ჯოს სურს, ბავშვების აღზრდაში აქტიურად იყოს ჩართული და აღნიშნავენ, რომ მათ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამერიკაში გაატარეს.
ჯო ტერნერს სთხოვს, რომ მეურვეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და ამბობს, რომ სოფის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები მისი თანხმობის გარეშე გაკეთდა. ამჟამად ბავშვები დედასთან ერთად ამერიკაში არიან.
ამავე თემაზე:
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები