ნახეთ: ხელოვნურმა ინტელექტმა მოსიარულე რობოტი შექმნა
მკვლევრებმა ხელოვნურ ინტელექტს რობოტის შექმნა დაავალეს, რომელსაც სიარული შეუძლია. პასუხად ხელოვნურმა ინტელექტმა პატარა და უფორმო ნივთი შეიმუშავა, რომელიც ჰაერის გამოყენებით მოძრაობს.
MIT-ისა და ვერმონტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შედეგები PNAS-ში გამოაქვეყნეს.
"ჩვენ გვსურდა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეექმნა რობოტი, რომელიც ხმელეთზე ივლიდა. შემდეგ, უბრალოდ ღილაკს დავაჭირეთ და აი შედეგიც. 26 წამში, ხელოვნურმა ინტელექტუალმა შექმნა რობოტი, რომელიც არაფრით ჰგავს დედამიწაზე მოსიარულე რომელიმე არსებას", — თქვა კვლევის ავტორმა სემ კრიგმანმა.
ხელოვნურმა ინტელექტმა დაიწყო პატარა რეზინის ბლოკით და ჩამოაყალიბა სხვადასხვა ფორმა. საბოლოოდ, ამით მივიღეთ ის რასაც ახლა ვხედავთ. შემუშავებული რობოტი მოძრაობისთვის ჰაერის ამოტუმბვას იყენებს.
კრიგმანმა თქვა, რომ ვერ მიხვდნენ თუ რატომ ჰქონდა რობოტს ასეთი ფორმა და ხვრელები.
"როდესაც ადამიანები რობოტებს ვქმნით, მათ ჩვენთვის ნაცნობ ობიექტებს ვამსგავსებთ, თუმცა ხელოვნური ინტელექტი ამ მხრივ შეზღუდული არაა. ამ მიდგომით ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება", — აღნიშნა კრიგმანმა.
რობოტი, რომელიც მოძრაობს ახალი კონცეფცია არ არის. Boston Dynamics ამ მხრივ წლებია მუშაობს. თუმცა, ამ შემთხვევაში რობოტი უშუალოდ ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა და როგორც ხედავთ, ის აქამდე შემუშავებულ რობოტებს ნამდვილად არ ჰგავს.
კომენტარები