ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება კვლავ სერიოზული პრობლემაა. თუმცა, მეცნიერები დანებებას არ აპირებენ და ახლა ახალი ხელოვნური ინტელექტის სისტემა შეიმუშავეს, რომელსაც ამ მიმართულებით ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

ასევე: რატომ ხდება მიწისძვრები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე

ხელოვნურ ინტელექტს სეისმური აქტივობის დიდი მონაცემების გააანალიზება შეუძლია. ეს იმდენად დიდი ინფორმაციის გადამუშავებას მოითხოვს, რომ ადამიანებს მისი დამუშავება უჭირთ.

მაღალი ალბათობა

დღეისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელებს გეოლოგიური მახასიათებლებისა და წინა სეისმური მონაცემების შესწავლა სჭირდება. ეს მოდელები მიწისძვრის შესაძლებლობას კონკრეტულ რეგიონებში ითვლის. მიუხედავად ამისა, ასეთი გამოთვლები ზუსტი პროგნოზის მისაღებად საკმარისი არაა.

მიწისძვრების პროგნოზირება ძალიან რთული ამოცანაა, რადგან ეს მოვლენები გამოწვეულია ტექტონიკური ფილების გადაადგილებით დედამიწის ქერქის სიღრმეში. ეს პროცესი მოიცავს სხვადასხვა ცვლადებსა და შესაძლებლობებს.

ხელოვნური ინტელექტი სწორედ ასეთ მონაცემებს საზღვრავს, მაგრამ მიწისძვრის დროის, პოზიციისა და მასშტაბის ზუსტი პროგნოზირება მაინც რთული პროცესია.

და აი ახლა, მეცნიერების თქმით, ეს შეიძლება მალე შეიცვალოს. ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის (UT) მკვლევრებმა AI ალგორითმი გამოცადეს, რომელმაც მიწისძვრების 70 პროცენტი ზუსტად იწინასწარმეტყველა და ეს ერთი კვირით ადრე. ცდები ჩინეთში ჩატარდა და ის 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

"მიწისძვრების პროგნოზირება წმინდა გრაალია. ჩვენი კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ის რაც შეუძლებელი გვეგონა, პრინციპში გადაჭრადია", — თქვა სერგეი ფომელმა, UT-ის გეოლოგიის ბიუროს პროფესორმა და კვლევითი ჯგუფის წევრმა.

სისტემამ 321 კილომეტრის ფარგლებში 14 მიწისძვრა იწინასწარმეტყველა. იყო 8 ცრუ პროგნოზიც და ერთი მიწისძვრა, რომელიც სისტემას გამორჩა.

მკვლევრებს ახლა მოდელის ძლიერ სეისმურ ადგილებზე გამოცდა სურთ. საუბარია კალიფორნიაზე, იტალიაზე, იაპონიაზე, საბერძნეთზე, თურქეთსა და ტეხასზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.