საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა — 100%-იანი დაფინანსების შესაძლებლობა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მოტივირებული და ლიდერული თვისებების მქონე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო.
ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ საქართველოს ბანკის 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურზე სასურველი მიმართულებით სწავლისთვის.
პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს. ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.
"საქართველოს ბანკის გუნდში გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ სასტიპენდიო პროექტს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რაც გულისხმობს ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისთვის სწავლის 100%-იან ან ნაწილობრივ დაფინანსებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ის დროში განგრძობითი პროექტია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ სტუდენტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ვხდით უმაღლეს განათლებას, რაც თავის მხრივ, ახალგაზრდებში აჩენს სწავლის სურვილსა და მოტივაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკი არ ჩერდება, რადგან ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად გავზარდოთ პარტნიორი უნივერსიტეტების სია, რათა მოვიცვათ საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი რეგიონი და მეტ ახალგაზრდას შევუქმნათ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა", - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბაკის გენერალური დირექტორი.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების ახალ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- აინტერესებდეს საბანკო საქმიანობა, ბიზნესი, არქიტექტურა, ტექნოლოგიები ან უნივერსიტეტების მიერ პრიორიტეტული მიმართულებები (იქნება ეს მედიცინა, ისტორია თუ სხვა);
- ამასთან, მას უნდა ჰქონდეს ლიდერობის პოტენციალი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, თავად შეარჩევს. ინფორმაციის მიღებას ახალგაზრდები თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციის დახმარებით შეძლებენ. სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
საქართველოს ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტებია:
- აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თავისუფალი უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ);
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ქართულ — ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ).
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნის მიზნით პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ბენეფიციართა რაოდენობა კი 120 ათასს აჭარბებს.
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
კომენტარები