ხორბლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე — ინტერვიუ ფერმერ ზეზვა ობგაიძესთან
ფოტო: აგროსფერო
ფერმერები, რომელთაც საადრეო მარცვლეული კულტურები მოჰყავთ, ახლა დიდ სამზადისში არიან. ნიადაგის მოხვნა-კულტივაცია უკვე დაწყებულია, ორიოდე კვირაში კი თესვის პროცესიც დაიწყება. ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება თანამედროვე ფერმერი ზეზვა ობგაიძეც, რომელსაც მარნეულის მიმდებარედ არსებულ 200 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორბალი, ქერი და ხახვი მოჰყავს. ახლა ის საშემოდგომო ხორბლის დასათესად ნიადაგს ამზადებს, რაც მიწის მოხვნას, კულტივაციასა და განოყიერებას გულისხმობს.
რა არის საჭირო ხორბლის ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად? როგორ არჩევს ფერმერი სათესლე მასალას, სასუქებსა თუ დაცვის საშუალებებს და რა პროცესს გადის ის დათესვიდან მოსავლის აღებამდე? — ამ კითხვებს ზეზვა ობგაიძე უპასუხებს.
რა ჯიშის ხორბალზე აკეთებთ არჩევანს და რატომ?
ფოტო: აგროსფერო
წელს მეორედ დავთესავ ხორბლის ავსტრიულ საადრეო ჯიშს — ამიკუსს, რომელსაც საქართველოში აგროსფერო აწარმოებს. ეს ჯიში მორგებულია ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე და, შესაბამისად, ხარისხიან და მაღალ მოსავალს იძლევა.
სათესლე მასალის აგროსფეროსგან შეძენა იმ ფაქტმაც გადამაწყვეტინა, რომ მათთან ხელმისაწვდომი იყო ამიკუსის პირველი რეპროდუქცია. როგორც იცით, დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი თაობის მასალას თესავ, რადგან რეპროდუქციების ზრდასთან ერთად მოსავლიანობაც კლებულობს.
რამდენად მნიშვნელოვანია სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების სწორად შერჩევა?
ფოტო: აგროსფერო
სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები ისეთივე გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე, როგორც სათესლე მასალა. ამიტომ მათ სწორად შერჩევასა და გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ბევრი საეჭვო პრეპარატია, რომელთა ზუსტი შემადგენლობაც არ ვიცით და საბოლოოდ ნაკლებად ეფექტიანია.
მე პირადად ბევრი რამ საკუთარი ზარალის ხარჯზე ვისწავლე. ახლა ვიცი, რომ ჯობს პროდუქციაში უფრო მეტი გადაიხადო და დარწმუნებული იყო შედეგში, ვიდრე დაუშვა ისეთი შეცდომები, რომელთა გამოსწორებასაც ვეღარ შეძლებ. ამიტომ მეორე წელია Yara-ს სასუქებსა და Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებს ვიყენებ. მათი ზუსტი შემადგენლობაც ვიცი და ხარისხშიც დარწმუნებული ვარ. საილუსტრაციოდ გეტყვით, რომ თუკი მანამდე ჰექტარზე 1.8 ტონა ხორბალი მოდიოდა, სწორად შერჩეული სათესლე მასალისა და ხარისხიანი პრეპარატების გამოყენების შემდეგ, მოსავალი ჰექტარზე 3.5 ტონამდე გაიზარდა.
როგორია პროცესი ხორბლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე — რა ძირითადი საფეხურებისგან შედგება ის?
ცხადია, პირველი ეტაპი მოხვნა და მიწის კულტივაციაა. ნიადაგის მომზადების შემდეგ დათესვის პროცესი იწყება, რის პარალელურადაც შეგვაქვს სასუქი. გაზაფხულამდე მნიშვნელოვანი სამუშაოები აღარ სრულდება და ველოდებით აღმოცენებული ჯეჯილის გამოზამთრებას. გაზაფხულზე ნიადაგში ხელმეორედ შეგვაქვს შესაბამისი სასუქი ორ ეტაპად, პატარა დოზებით, რათა მცენარემ საკვები ნივთიერებები სრულად აითვისოს. ამის შემდეგ ვაკვირდებით სარეველების, მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების პროცესს და შესაბამისი დოზებითა და ინტერვალებით ვიყენებთ ჰერბიციდებს, ინსექტიციდებსა და ფუნგიციდებს.
ივლისის დასაწყისიდან უკვე მოსავლის აღებისა და დაბინავებისთვის ვემზადებით. სექტემბრიდან კი ახალი ციკლი იწყება.
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
კომენტარები