ირაკლი კობახიძე

21 Sep. 2023, 14:35

საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ: ერთი, რომ პრაქტიკულად 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან ეს სანქციები. არავითარი პრობლემა არაფერს არ ექმნება, არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, ზოგადა, არაფერს, არც ეროვნულ ბანკს. დამთავრდა და ამოიწურა ეს საკითხი, ასე დაჯდა ეს ყველაფერი.

ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული, დარღვეული — ამ სიტყვას ხაზს ვუსვამ.

ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო იდეალური სურათი. ზოგი ჭირი მარგებელია — არის ასეთი გამოთქმა. ამ შემთხვევაში ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს ამ ყველაფრით.

ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რამაც ეროვნული ბანკის 3 ვიცეპრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის წასვლა გამოიწვია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…