გაიგე, სად და რატომ უნდა ისწავლო ბიზნესი
ფოტო: LEAF
პროფესიის არჩევისას უნდა იფიქრო როგორია ის გარემო, სადაც მუდმივად განვითარებასა და ინოვაციებზე იქნები ორიენტირებული, რა არის ის საქმიანობა, რისი კეთებაც გესიამოვნება და როგორები არიან ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც საინტერესო იქნება?
გიფიქრია სად და რომელ კომპანიაში გსურს სამომავლოდ დასაქმება? იქნებ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას აპირებ? — მაშინ დაგჭირდება იცოდე როგორ მართო, როგორ გააპიარო და როგორ გაყიდო შექმნილი პროდუქტი თუ მომსახურება.
სტატიიდან გაიგებ, როგორ უნდა შეარჩიო უნივერსიტეტი და სად შეგიძლია ისწავლო შენთვის საინტერესო ბიზნესის მიმართულებები, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი კადრი იყო.
ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მიმართულებები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, მეწარმეობა იგივე ანტრეპრენერობა, მოგცემს ისეთ ცოდნას და უნარებს, რაც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოგადგება. სწორედ ეს განაპირობებს, რომ ბიზნესის კურსდამთავრებულებს ბევრ სხვადასხვა სექტორში შეუძლიათ დასაქმება.
სწავლის პერიოდში უნივერსიტეტი დაგეხმარება სტაჟირება გაიარო ისეთ კომპანიებში, სადაც რეალურ გარემოში შეისწავლი ბიზნესის თავისებურებებს და იმუშავებ რეალურ ქეისებზე. ისწავლი ბაზრის დინამიკას, მომხმარებელთა ქცევას, ეკონომიკურ ტენდენციებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურებს, რაც საშუალებას მოგცემს მიიღო სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებები და ეფექტურად იმოქმედო საქმიან გარემოში.
ეს სასწავლო მიდგომა მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მოგცემს შენი სამომავლო კარიერისკენ, დასაქმდე მსოფლიოს ლიდერ კომპანიებში, ან შექმნა საკუთარი ბიზნესი.
მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ბიზნესის უნივერსიტეტები ახლა საქართველოში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდებს თავიან პროგრამებსა და დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრონ.
30 სექტემბერს, The Biltmore Tbilisi Hotel-ში, განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა. შენ გექნება შანსი, რომ პირადად შეხვდე მათ და მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://logos.edu.ge/leaf/
მანამდე კი გაიცანი ის უნივერსიტეტები, სადაც ბიზნესის მიმართულებით შეგიძლია ისწავლო და ვისთან შეხვედრასაც შეძლებ გამოფენაზე:
სამ ქვეყანაში სწავლის პერსპექტივა
EU Business School კამპუსებით ბარსელონაში, ჟენევასა და მიუნხენში, გამოირჩევა პრაქტიკული სწავლების სისტემით, რასაც ხელს უწყობს მცირერიცხოვანი კლასები და რაც გულისხმობს თეორიულ მასალასთან ერთად რეალურ ბიზნეს ქეისებზე მუშაობას, ბიზნეს სიმულაციებს, საველე ვიზიტებს და სტაჟირებებს. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში, 3 წლის განმავლობაში, შეგიძლია ისწავლო სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ერთსა და იმავე უნივერსიტეტში.
ბიუჯეტური დასაქმების პერსპექტივით
EKA-ს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, სადაც სწავლა განსაკუთრებით ბიუჯეტურადაა შესაძლებელი და ასევე, მას ძლიერი კავშირები აქვს ბიზნეს სექტორებთან, რაც სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების ერთ-ერთ უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია.
ინოვაციური პროგრამა და პრაქტიკები
IE უნივერსიტეტი ესპანეთში, რომელიც ცნობილია თავისი აკადემიური ბრწყინვალებით და მაღალი ხარისხის პროგრამებით. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მიმართულია ინოვაციებისა და მეწარმეობისკენ. აქ ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს განავითარონ საკუთარი პროექტები და მისდიონ ინოვაციებისა და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს.
ბიუჯეტური და მჭიდრო კავშირები
Warsaw University of Business პოლონეთში, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობს ხარისხიან განათლებას. უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სოციალურ და ეკონომიკურ გარემოსთან და მათი ჩართულობით კვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს.
თანამედროვეობაზე მორგებული
GBSB Global Business School კამპუსებით ბარსელონაში, მადრიდსა და მალტაზე, Microsoft-ის პარტნიორი უნივერსიტეტია სადაც შეგიძლია ყველაზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიები ისწავლო, განსაკუთრებული აქცენტი აქვს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და სტუდენტებს ინკლუზიურ სასწავლო გარემოსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ციფრულ ხელსაწყოებს სთავაზობს.
ევროპაში და ამერიკაში სწავლის პერსპექტივით
Hult International Business School-ს ამერიკაში, სასწავლო გეგმა ხაზს უსვამს გლობალურ ბიზნესს, მეწარმეობას და პრაქტიკულ გამოცდილებას, და მისი სასწავლო სისტემა მორგებულია რეალურ სამყაროში ბიზნესის გამოწვევასა და პრაქტიკულ სწავლებაზე. შეგიძლია ჩააბარო ბოსტონისა და ლონდონის კამპუსებში, და მიიღო შესაძლებლობა გაცვლითი სასწავლო სემესტრით ისარგებლო სან ფრანცისკოს, დუბაის, შანხაისა და ნიუ იორკის კამპუსებით.
სასწავლო ტრანსფერის შესაძლებლობა 4 ქვეყანაში
Schiller International University კამპუსებით ესპანეთში (მადრიდი), გერმანიაში (ჰაიდელბერგი), საფრანგეთსა (პარიზი) და აშშ-ში (ტამპა ბეი, ფლორიდა) შესაძლებლობას გაძლევს აირჩიო და სასწავლო ტრანსფერი განახორციელო შენთვის სასურველ ქვეყანასა და კამპუსში. უნივერსიტეტი გამორჩეულია მნიშვნელოვანი სასწავლო დაფინანსებებით და გლობალური ტრანსფორმაციული განათლების სისტემა საშუალებას გაძლევს მიიღო აკრედიტებული ორმაგი ხარისხი (აშშ და ევროპული). სასწავლო პროგრამები შექმნილია თეორიის პრაქტიკასთან შერწყმით. Schiller გთავაზობს უნიკალურ სასწავლო მიდგომას, რაც ითვალისწინებს, რომ სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში ეუფლება მხოლოდ ერთ საგანს, და მისი დასრულების და ჩაბარების შემდგომ გადადის შემდეგ კურსზე. ეს პროგრამა ხელს უწყობს, რომ სტუდენტი ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ მიმართულებაზე და იმ მოკლე დროში სრული დატვირთვით მხოლოდ ერთი საგანი შეისწავლოს სიღრმისეულად.
მაღალი ხარისხის განათლება ხელმისაწვდომ ფასად
Vilnius University ლიეტუვაში მიმართულებების მრავალფეროვნებას გთავაზობს და სწავლის ღირებულება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე სულ რაღაც 3 000 ევროდან 6000 ევრომდეა.
განათლების ცენტრ LEAF-ს ჰყავს კონსულტანტები, რომლებიც შენს ინტერესებსა და ბიუჯეტზე მორგებულ უნივერსიტეტს მოგიძიებენ, დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე და შენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.
ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი: გამოფენა გაიმართება 30 სექტემბერს,12:00-დან 17:00 საათამდე, თბილისში, The Biltmore Tbilisi Hotel-ში.
გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
LEAF-ის განათლების გამოფენის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ვენური ყავის სახლი — Julius Meinl;
- საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო — McCann Tbilisi;
- კანტის აკადემია;
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი;
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა — SchoolBook.
გამოფენის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი.
გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.
განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute — TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია EKA University of Applied Sciences, Warsaw University of Business, American University in Bulgaria, IE University, Fort Hays State University — Academy of Mathematics & Science.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები