ისინი ისვენებენ ცხელ აბაზანაში, აქვთ აქტიური სექსუალური ცხოვრება და ზოგჯერ "ჯომარდობენ" კიდევაც. მაკაკებს კარგი ცხოვრება აქვთ.

ფოტოგრაფმა, აციუკი ოჰშიმამ "კოვბოი" მაიმუნის იშვიათი ფოტო გადაიღო. ფოტო, რომელიც იაპონიის კუნძულ იაკუშიმაზეა გადაღებული, ირემზე "ამხედრებულ" მაიმუნს ასახავს. მას ტყის როდეო უკვე უწოდეს.

ფოტოს ავტორის თქმით, მაიმუნი ხიდან დაეშვა და ამ დროს ირემზე დაეცა.

ფოტო: Atsuyuki Ohshima

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ზოგჯერ მაკაკები ირემზე "ჯირითობენ". ეს შეიძლება იყოს შემთხვევითობა, ან სულაც გართობა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.