რა არის ლაზერი და როგორ მუშაობს ის
ლაზერი მოწყობილობაა, რომლის დახმარებითაც სინათლის ტალღისა და სიხშირეების გაერთიანებით სინათლის კონცენტრირება ხდება. ის პირველად 1960-იან წლებში შეიმუშავეს. დღეს თანამედროვე ლაზერულ ტექნოლოგიას სინათლის სხივების ელექტრომაგნიტური სპექტრის თითქმის ნებისმიერ ნაწილში გაძლიერება შეუძლია, გარდა გამა ტალღებისა.
დაზუსტებისთვის, ლაზერი უშუალოდ გაძლიერებულ შუქს არ ნიშნავს — ეს უფრო ტალღების "მოწესრიგებული თანმიმდევრობით" დალაგებას ჰგავს.
ასევე იხილეთ: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ლაზერული თავდაცვის სისტემა წარმატებით გამოცადა
როგორ აკეთებს ლაზერი თავის საქმეს?
ლაზერის გულის ცემა არის მასალა, რომელიც ელექტრომაგნიტური სპექტრის ნაწილებს აძლიერებს. ამას როგორც "მოგებას" ისე მოიხსენიებენ და სწორედ ეს აძლიერებს სინათლის ძალას.
ამ "გაძლიერების" უკან არის პროცესი, რომელსაც სტიმულირებული ემისია ეწოდება. მასალაში ატომებს ენერგია ეძლევათ (როგორიცაა მაღალი ელექტრული დენი), რომელიც მათ ელექტრონებს აღგზნებულ მდგომარეობაში გადასვლისკენ უბიძგებს. ამ აღგზნებული მასალის მეშვეობით ელექტრონები ფოტონებს ასხივებენ.
ზოგიერთ ლაზერში ატომებთან საქმე თითქმის არ გვაქვს, ეს მხოლოდ ელექტრონების წყებაა, რომლებიც დიდი სისწრაფით ბრუნავენ. სწორედ ამას ვეძახით სინათლის გაძლიერებას, რომელიც სტიმულირებული ემისიით ხდება.
სინათლე, რომელიც გამაძლიერებელში გადის ერთი და იგივე ფერისაა. საქმე გვაქვს იდენტური ტალღის სიგრძესთან და იგივე მიმართულებასთან.
რომელია ყველაზე ძლიერი ლაზერი?
ყველაზე ძლიერი ლაზერი, რომელიც კი აქამდე შეუქმნიათ რუმინეთშია, ევროპის ექსტრემალური სინათლის ინფრასტრუქტურის ობიექტში. ეს ლაზერი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურია მსოფლიოში, რომლიც წარმოუდგენელი ენერგიის ფოტონებს, პროტონებს, ნეიტრონებსა და ნეიტრინოებს წარმოქმნის.
მისი მაღალი სიმძლავრის ლაზერული სისტემა ტიტანის დოპირებული საფირონის გამაძლიერებელ საშუალებას იყენებს, რომელიც 10 პეტავატამდე ლაზერულ იმპულსებს ქმნის.
თუმცა, სავარაუდოდ, ეს რეკორდი მალე მოიხსნება. ჩინეთის "ექსტრემალური სინათლის სადგურს" ამ მხრივ სერიოზული ამბიციები აქვს და რეკორდის მოხსნას სწორედ ის უმიზნებს.
კომენტარები