ისტორიაში პირველად, შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გორილაში ღეროვანი უჯრედების თერაპია გამოიყენეს და ამით ის ოსტეოართრიტისგან განკურნეს.

ლიზელის, ბუდაპეშტის ზოოპარკის ხანდაზმულ გორილას ქვედა მარცხენა კიდურის გამოყენება უჭირდა. ეს ართრიტის მწვავე ფორმაზე მიუთითებდა. გორილას მდგომარეობა მძიმე იყო.

მკვლევრებმა ასაკოვანი პრიმატის განკურნვა გადაწყვიტეს და ამისთვის ინოვაციური მეთოდი გამოიყენეს.

ენდრე სოსის, მთავარი ვეტერინარისა და პროფესორ მარკ უილკინსონის ხელმძღვანელობით გორილას მდგომარეობა შეფასდა. მკვლევრების მიზანი ამბიციური იყო: მეზენქიმული ღეროვანი უჯრედების გამოყენება, რათა ცხოველი ოსტეოართრიტისგან გაეთავისუფლებინათ.

იმედი

ოსტეოართრიტი დეგენერაციული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახსრების ხრტილი იშლება. მედიცინისთვის ეს დიდი გამოწვევაა. ხრტილის დაზიანების შემდეგ, პროცესი შეუქცევადი ხდება და მიმდინარე მკურნალობა ძირითადად ყურადღებას სიმპტომების მართვაზე ამახვილებს.

თუმცა, ღეროვანი უჯრედების თერაპიის ბოლოდროინდელმა მიღწევებმა იმედი გააჩინა. ამ მხრივ ლიზელის შემთხვევა უმნიშვნელოვანესია. ახლა ის პირველი პრიმატია, რომელსაც ღეროვანი უჯრედების თერაპიით ოსტეოართრიტზე წარმატებით უმკურნალეს.

მეზენქიმული ღეროვანი უჯრედები სხვა გორილასგან "ამოიღეს" და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. მეზენქიმული ქსოვილები თავისით ორგანიზებული უჯრედებისგან შედგება. რადგან ისინი არადიფერენცირებულია, მათი სხვადასხვა ტიპის უჯრედებად გადაზრდა შეიძლება — მათ შორის ძვლის, კუნთისა და ხრტილის უჯრედებად.

ამ უჯრედების იზოლირება, გაწმენდა და კულტივირება უნგრეთის Stem CellX-ის სპეციალისტების მიერ მოხდა. ამით მკვლევრებმა ღრმად გაყინული უჯრედის სუსპენზია შეძლეს.

ცხოველებიდან ადამიანებამდე

"ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. მსგავს კვლევაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. ჩვენ ახლა გორილას ჯანმრთელობას ვაკვირდებით. იმედი გვაქვს, რომ ამ მიდგომას მალე ადამიანებზეც გამოვცდით", — თქვა პროფესორმა კის-ტოტომა.

ახლა მკვლევრები მკურნალობის გამოცდას ადამიანზე აპირებენ და ამისთვის ემზადებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.