პენტაგონმა UFO-სთან დაკავშირებით ახალი ვებსაიტი შექმნა
პენტაგონმა ახალი ვებსაიტი ჩაუშვა და ის უშუალოდ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) შესახებ იქნება. ვებსაიტის მიზანი UFO-ს შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირებაა.
ვებსაიტზე ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ხოლმე. Space.com იტყობინება, რომ ეს შესაბამისი ინფორმაციის კატეგორიზებისთვისაც მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოთხოვნა თავად კონგრესს ჰქონდა.
"ჩვენი გუნდი აშშ-ს მთავრობის ნებართვის შესაბამისად მუშაობს. გვსურს დაუდგენელი ანომალიური ფენომენების (UAP) შესწავლა და აღრიცხა. დაარსებიდან (2022 წელი) AARO-მ შესაბამისი მონაცემების შეგროვების მხრივ დიდი შრომა გასწია", — ამბობს AARO-ს დირექტორი, შონ კირკპატრიკი.
ვებსაიტზე ინფორმაცია იმ ამოუცნობ ობიექტებზე იქნება, რომლებიც როგორც ჰაერში, ისე წყალში გვხვდება.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს ეროვნული უსაფრთხოების, საზღვრისა და საგარეო საქმეთა პალატის ზედამხედველობის ქვეკომიტეტმა UFO-ს საკითხი სერიოზულად განიხილა. კონგრესმენება სამი მოწმის მოხსენება მოისმინეს, რომლებიც ამოუცნობი ობიექტების შესახებ საუბრობდნენ. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო საჰაერო ძალების ყოფილი მაიორი, დევიდ გრუში, იყო.
გრუშის თქმით, აშშ-ს სამხედროებს დიდი ხანია ჩამოვარდნილი UAP-ის ნაშთები აქვთ. მეტიც, გრუშმა განაცხადა, რომ მთავრობა არამიწიერ სიცოცხლეზე ინფორმაციას 1930-იანი წლებიდან ფლობს.
ერთი რამ ფაქტია, რაც დროს გადის ამოუცნობ ობიექტებზე სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს და ახლა ეს სერიოზულ სახეს იღებს.
ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები