გიორგი ამილახვარი

1 Sep. 2023, 11:30

ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ, ძალიან მნიშვნელოვან, თავგადასავლებითა და შესაძლებლობებით სავსე ეტაპზე.

მჯერა, სკოლებში მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის კედლებში კიდევ უფრო გაიღრმავებთ, მომავალში კი თქვენი პროფესიონალიზმითა და დიდი შემართებით დაიწყებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას! 

თითოეულ თქვენგანს გიწვდით მეგობრობის ხელს და გირჩევთ, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და შეეცადოთ, აქციოთ ისინი შესაძლებლობებად. ეს არის წარმატებისა და წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა.

პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვითავისებ ჩემს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას თითოეული თქვენგანის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი სტუდენტობა იყოს საინტერესო, აკადემიურად დატვირთული და შესაძლებლობებით აღსავსე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული არტემ გრიბული ციხიდან წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მასსა და ანასტასია…