ბიტკოინის, ლაიტკოინის, ტეზერის (USDT-ს) და ეთერიუმის ნაღდი ფულით შეძენა უკვე მთელ საქართველოშია შესაძლებელი.

Cryptal-ის და PayBox-ის პარტნიორობის ფარგლებში, 500-ზე მეტი სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალიდან სასურველ კრიპტოვალუტას ყველგან, მარტივად და სწრაფად იყიდი:

  • PayBox-ის ტერმინალის ეკრანზე დააჭერ კრიპტოს შეძენას;
  • გაივლი მარტივ იდენტიფიკაციას;
  • აირჩევ სასურველ კრიპტოვალუტას - Bitcoin, Litecoin, Ethereum ან Tether (USDT);
  • ჩარიცხავ შენთვის სასურველი ოდენობის თანხას;
  • და მარტივად იღებ კრიპტოს Cryptal Wallet-ზე.

მიუხედავად ამ ინდუსტრიის აღმავალი და დაღმავალი ტენდენციების, კრიპტოვალუტა გლობალური ეკონომიკის მომავალია. არის მოლოდინი, რომ ბლოკჩეინ რევოლუცია ტექნოლოგიური ევოლუციის ახალი ეტაპიც იქნება — ახალი სამყაროს ეკონომიკური მიმოცვლისა და სიმყარის ფუნდამენტურ კომპონენტად კი, სწორედ, კრიპტოვალუტა გვევლინება.

შესაბამისად, კრიპტოვალუტები უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყოველდღიურობაში და მოთხოვნაც მზარდია; თუმცა, კრიპტოს ყიდვაზე ხელმისაწვდომობის ზრდა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რასაც ქართულ ბაზარზე Cryptal & PayBox აგვარებენ.

Cryptal X PayBox კოლაბორაციით, კრიპტოვალუტის შეძენის პროცესი მეტად გამარტივდა და აჩქარდა, შესაბამისად, გაცილებით მოსახერხებელი გახდა:

ფეიბოქსის ტერმინალიდან კრიპტოს ყიდვის პროცესს დეტალურად გაეცნობი აქ: https://www.offers.cryptal.com/paybox