10 ცნობილი მანქანის ლოგო, რომლის მნიშვნელობაც აქამდე ალბათ არ იცოდი
ფოტო: Cédric Streit / Unsplash
თუკი ავტომოყვარული ხარ, მანქანების ლოგოებთან დაკავშირებული ისტორიებიც აუცილებლად დაგაინტერესებს; ემბლემა ხომ მხოლოდ მარკეტინგული საშუალება არაა, ის ბრენდის ღირებულებებსაც გამოხატავს. ამდენად, ლოგოს შემქმნელები დიდი გამოწვევის წინაშე დგებიან ხოლმე — უნდა შექმნან სიმბოლო, რომელიც ერთდროულად იქნება ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და კომპანიის იდენტობის გამომხატველიც. ასე რომ, მოდი, ვნახოთ, რა დატვირთვის მატარებელია ცნობილი ავტომწარმოებელი ბრენდების ლოგოები.
1. მერსედეს-ბენცი
ამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოგოს იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიბადა, როცა გოტლიბ დაიმლერმა თავის შვილებს, პაულსა და ადოლფს, სახლის მდებარეობის აღსანიშნად ღია ბარათზე გამოსახული სამქიმიანი ვარსკვლავი გაუგზავნა. მოგვიანებით, 1909 წელს, ძმებმა დაიმლერებმა სწორედ ამ ღია ბარათის შთაგონებით შექმნეს ლოგო მერსედეს-ბენცისთვის (რომელსაც მაშინ დაიმლერ-მოტორენ-გეზელშაფტ ერქვა). ბრენდის ლოგო ასევე განასახიერებს დაიმლერის მიზანს, შეექმნა გადაადგილების საშუალება სამივე სივრცისთვის: ზღვისთვის, ხმელეთისა და ჰაერისთვის.
2. ტოიოტა
სამი ოვალური ფორმით შექმნილ ტოიოტას ლოგოს მერსედეს-ბენცის სიმბოლოზე უფრო მცირეხნიანი ისტორია, თუმცა, საინტერესო მნიშვნელობა აქვს. ერთი შეხედვით, ლოგოზე მხოლოდ ბრენდის სახელის პირველი ასონიშანია გამოსახული. თუმცა, გადაჯაჭვული წრეები ასევე გამოხატავს ნდობას მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. ამასთან, ორიგინალურ ორფერიან ლოგოზე თეთრი კომპანიის სამომავლო პოტენციალის, წითელი კი ძლიერებისა და მისწრაფების აღმნიშვნელია.
3. აუდი
აუდის ავტომობილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მინიმალისტური და ადვილად ამოსაცნობი ლოგო აქვს. საქმე ისაა, რომ თანამედროვე აუდის ბრენდის ჩამოსაყალიბებლად 1930-იან წლებში ოთხი უძველესი გერმანელი ავტომწარმოებელი გაერთიანდა: DKW, Audi, Wanderer და Horch. მათ ჩამოყალიბებულ კომპანიას, თავდაპირველად, Auto Union ერქვა, მოგვიანებით კი, 1985 წლიდან, უბრალოდ, აუდი ეწოდა. ამდენად, ლოგოზე ოთხი წრე სწორედ ბრენდის დამფუძნებელ ოთხ ავტომწარმოებელს აღნიშნავს. თუმცა, ზოგიერთის აზრით, ეს სიმბოლო ავტომობილის ოთხი ბორბალზეც მიუთითებს.
4. ბე-ემ-ვე
ბე-ემ-ვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომწარმოებელი კომპანიაა, თუმცა, მისი ლოგოს ზუსტი მნიშვნელობა უცნობია. ზოგს მიაჩნია, რომ ლოგოზე ლურჯი ფერი ცას აღნიშნავს, ფორმა კი — თვითმფრინავის პროპელერს (რადგან ბრენდი წინათ საფრენ აპარატებს ამზადებდა). ადამიანების მეორე ნაწილი კი თვლის, რომ სიმბოლო კომპანიის წარმოშობის ადგილს, ბავარიას, უკავშირდება და ემბლემაზეც გერმანიის ამ მხარის ლურჯ-თეთრი დროშაა გამოსახული.
5. შევროლე
განხილვის თემად რჩება ისიც, ზუსტად რას გამოხატავს შევროლეს ემბლემა. როგორც ცნობილია, ლოგო კომპანიის თანადამფუძნებელმა უილიამ კ. დიურენტმა ფრანგულ შპალერზე გამოსახული ორნამენტის შთაგონებით შექმნა. მოგვიანებით, დიურენტის ცოლი ისტორიას სხვაგვარად მოჰყვა — რომ ემბლემა გაზეთში გამოქვეყნებული რეკლამის შთაგონებით იყო შექმნილი. თუმცა, არსებობს მოსაზრებაც, რომ ამ ლოგოთი, რომელიც შვეიცარიის დროშაზე გამოსახულ ჯვარს ჰგავს, ლუი შევროლემ თავის წარმომავლობას გაუსვა ხაზი.
6. ფერარი
ამ იტალიური ავტომწარმოებლის ლოგოს საინტერესო ისტორია აქვს. კომპანიის ცნობით, მათი დამფუძნებელი, ენზო ფერარი, ხშირად იხსენებდა ამბავს, როგორ მოიგო ერთ-ერთი რბოლა 1923 წელს. როგორც ცნობილია, სწორედ ამ შეჯიბრში შეხვდა იგი გრაფ ენრიკოსა და გრაფინია პაოლინა ბარაკას. მათი შვილი საბრძოლო პილოტი იყო, რომელსაც ფრენისას ყოველთვის თან ჰქონდა ყალყზე შემდგარი ცხენის გამოსახულება. რადგან მფრინავი მაშინ უკვე დაღუპული იყო, გრაფმა და გრაფინიამ გამოსახულება ენზოს აჩუქეს და უთხრეს, რომ ის იღბლის მომტანი იქნებოდა. ამ დიზაინს კი დღეს უკვე კარგად იცნობენ სპორტული ავტომობილების მოყვარულები.
7. ჰიუნდაი
ერთი შეხედვით, მარტივი და ადვილად გასაგები ლოგო აქვს ჰიუნდაის, რომელსაც ოვალურ ფორმაში, უბრალოდ, სახელწოდების პირველი ასონიშანი ჩაუსვამს. თუმცა, სამხრეთკორეული ბრენდის განმარტებით, "H" იმგვარადაა გამოსახული, რომ ორი ადამიანის ხელის ჩამორთმევას ჰგავდეს. ამასთან, წრე მის გარშემო ბრენდის საერთაშორისო და ყოვლისმომცველი მისწრაფების გამომხატველია.
8. სუბარუ
ამ ბრენდის სახელწოდება კუროს თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავთა ერთ-ერთი ჯგუფის დასახელებიდანაა აღებული — პლეიადესს, იმავე შვიდ დას, იაპონურად "სუბარუს" უწოდებენ. აი, კომპანიის ლოგოზე კი თანავარსკვლავედის ექვს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ვხედავთ. ხუთი შედარებით მცირე ზომის ვარსკვლავი ასევე განასახიერებს ბრენდის ჩამოსაყალიბებლად გაერთიანებულ ხუთ პატარა კომპანიას. ამასთან, ლოგოზე ლურჯი და ვერცხლისფერი, ერთი მხრივ, ღამის ცაზე მიანიშნებს, მეორე მხრივ კი სანდოობის გამომხატველია.
9. ბენტლი
ბენტლი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ავტომობილად, რომლის ლოგოს ისინიც კი ცნობენ, ვინც თავს ავტომოყვარულად არ მიიჩნევს. საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1919 წელს, როცა უოლტერ ოუენ ბენტლიმ ბრენდი დააარსა, მას ბენტლი-აერო უწოდა. საქმე ისაა, რომ ავტომობილების წარმოების დაწყებამდე, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, ბენტლი საფრენი აპარატების შექმნით იყო დაკავებული. ამდენად, კომპანიის თავდაპირველი სახელწოდებაც და ლოგოზე გამოსახული ფრთებიც მის წინაისტორიაზე მიანიშნებს. თუმცა, ფრთებმა დღეს სხვა დატვირთვაც შეიძინა და უკვე სიჩქარესა და თავისუფლებას გამოხატავს.
10. ინფინიტი
იაპონურ ბრენდ ნისანის ეს შვილობილი კომპანია ზემოთ ჩამოთვლილ ბრენდებზე ახალგაზრდაა — მისი ისტორია სულ რაღაც სამ ათწლეულს ითვლის. თუმცა, ინფინიტის არც პოპულარობა აკლია და მისი ლოგოც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ემბლემაა. ბრენდის განმარტებით, წრის ცენტრისკენ მიმართული სამკუთხედი გამოხატავს უსასრულობისკენ მიმავალ გზას ("ინფინიტი" ინგლისურად უსასრულობას ნიშნავს).
მნიშვნელობა არ აქვს, შენ რომელი ბრენდის მანქანა გყავს — ყველა ავტომობილს თანაბრად სჭირდება მოვლა, სათანადო დროისა და ყურადღების დათმობა.
სწორედ ამისთვის არსებობს ავტომომსახურების ქართული სერვისი ვუვლი, რომელიც საშუალებას გაძლევს, საჭიროების შემთხვევაში ავტოექსპერტი დისტანციურად გამოიძახო და მანქანის შეკეთებაზე ზრუნვაც მას გადააბარო. ეს ციფრული პლატფორმა შენი მანქანის ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში უყრის თავს და სწრაფ, ხარისხიან და სანდო მომსახურებას გთავაზობს.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
კომენტარები