ირაკლი კობახიძე

5 Aug. 2023, 14:13

მე მაქვს ჩემი ინფორმაცია, ბუნებრივია, ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემგან არ იქნება სწორი ამაზე საუბარი. არიან შესაბამისი სტრუქტურები, უწყებები, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური პასუხის გაცემა. მე რაც არ უნდა ინფორმირებული ვიყო ამ ყველაფერზე, ჩემგან არ იქნება სწორი კომენტარების კეთება. დაველოდოთ, ყველაფრით დავინტერესდებით, რა თქმა უნდა. [...] 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა, ახლა არის, გასაგებია, ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა ყველაფერი გაირკვევა ხომ საბოლოო ჯამში. ამიტომ, სასურველია, არავინ არ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით. როგორც კი იქნება ეს დასკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს კომენტარი. 

ყველაფერი გაკეთდა მაქსიმალურად, ყველანაირი რესურსი იყო უზრუნველყოფილი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც არის ხეობაში. ამ პირობების გათვალისწინებით, სრული რესურსი იყო მობილიზებული, შესაბამისად, დაბრკოლება სამაშველო სამუშაოებს ამ თვალსაზრისით არ ჰქონია. 

რაც შეეხება სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფას, წყალი, საკვები, ტანსაცმელი და ა.შ., ყველაფერი არის უზრუნველყოფილი და მე რა ინფორმაციაც მაქვს შესაბამისი უწყებებიდან, დამატებითი რესურსის საჭიროება დღეს არ დგას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სექტემბრის თვეში, ხუთი განსხვავებული თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 700-მდე ბიზნესის…