შექმნეს ალგორითმი, რომელსაც პოტენციურად საშიში ასტეროიდების გამოვლენა შეუძლია
ვაშინგტონის უნივერსიტეტის პრესრელიზის თანახმად, შექმნეს ალგორითმი, რომელსაც პოტენციურად სახიფათო ასტეროიდების გამოვლენა შეუძლია. და აი ახლა, ალგორითმმა ასეთი ასტეროიდის შესახებ გვამცნო.
ასტეროიდი სახელად 2022 SF289 ალგორითმმა სატესტო გაშვებისას დააფიქსირა. ასტეროიდის სიგრძე დაახლოებით 182 მეტრია.
პოტენციურად საშიში ასტეროიდების დაფიქსირება
"პოტენციურად საშიში ასტეროიდი" (PHA) არის ტერმინი, რომელიც დედამიწასთან ახლოს მყოფ ასტეროიდებს მოიცავს. ასტრონომებს დიდი ხანია მსგავსი ციური სხეულების გამოვლენა და შესწავლა სურთ.
2022 SF289 ამ მომენტისთვის დედამიწას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა მისი აღმოჩენა მეტყველებს იმაზე, რომ ალგორითმი კარგად მუშაობს.
"ასეთი ალგორითმის არსებობა მნიშვნელოვანია. მან ჩვენ და პლანეტა უნდა დაგვიცვას. წინასწარი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ბევრად მომზადებულები ვიქნებით", — თქვა არი ჰაინზემ, HelioLinc3D-ის ალგორითმის შემქმნელმა.
მზის სისტემაში ათობით მილიონი კლდოვანი ციური სხეულია. ამ ობიექტების უმეტესობა ჩვენგან ძალიან შორს არის, თუმცა გვხვდება ისეთებიც, რომლებიც დედამიწის ორბიტიდან 8 მილიონი კილომეტრის მანძილზეა.
PHA-ების აღმოსაჩენად, მეცნიერები სპეციალიზირებული ტელესკოპის სისტემებს იყენებენ. ასეთია NASA-ს მიერ დაფინანსებული ATLAS-ის კვლევა, რომელიც ცას სურათებს ყოველ ღამე მინიმუმ ოთხჯერ უღებს.
აღსანიშნავია, რომ ის რაც ალგორითმმა ATLAS-ის მონაცემების გამოყენებით შეძლო, ასტრონომებს გამორჩათ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა პლანეტარული თავდაცვითი სისტემაც გვაქვს. 2022 წლის 27 სექტემებრს, ისტორიაში პირველად, ჩვენ ის გამოვიყენეთ. მაშინ სპეციალურად შემუშავებული კოსმოსური ხომალდი ასტეროიდის მთვარეს შეეჯახა და ტრაექტორია შეუცვალა.
კომენტარები