როგორ ხდება შავი ხვრელების შერწყმა და ფორმირება — კვლევა
ახალი კვლევა ნათელს ჰფენს შავი ხვრელების შერწყმასა და ფორმირებას. ამის შესახებ სამეფო ასტრონომიული საზოგადოების პრესრელიზშია ნათქვამი.
"პირველად გრავიტაციული ტალღები, რომელიც აინშტაინმა 1916 წელს იწინასწარმეტყველა, 2015 წელს დააფიქსირეს. თუმცა, მათი წარმოშობა კვლავ კითხვებს აჩენს. გრავიტაციული ტალღები, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, უაღრესად მასიური ობიექტების შეჯახებისა და შერწყმის შედეგი უნდა იყოს. ასეთი ობიექტები კი კოსმოსში შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავებია", — ნათქვამია განცხადებაში.
შემდეგი პოდკასტი: გრავიტაციული ტალღები — რისგან შედგება სივრცე-დრო
მკვლევრების თქმით, ახლა უკვე 90-ზე მეტი ასეთი აღმოჩენა გვაქვს. თუმცა, პირველადი ასტროფიზიკური გარემო, რომელიც მსგავსი შეჯახებებისა და შერწტყმის საშუალებას იძლევა ჯერ კიდევ საიდუმლოა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ასეთი გარემო, სადაც შავი ხვრელები ერთმანეთს ერწყმიან კვაზარებთანაა დაკავშირებული. კვაზარები სამყაროში არსებული ყველაზე კაშკაშა ობიექტებია, რომლებიც გალაქტიკათა აქტიურ ბირთვში გვხვდება, მათი გამოსხივება კი ზემასიური შავი ხვრელებითაა განპირობებული.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
ახალ კვლევაში, ოქსფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების ასტრონომთა ჯგუფმა ეს თეორია განიხილა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ვარსკვლავური მასის შავი ხვრელების კვაზარის დისკებში ჩათრევა ხდება. შედეგად იქმნება ორობითი სისტემა.
მათ ეს კვაზარის გაზისებრი დისკის მაღალი გარჩევადობის სიმულირებით შეძლეს. სიმულაციაში წარმოდგენილი იყო ვარსკვლავური მასის ორი შავი ხვრელი. მკვლევრებს გამოთვლებისთვის სამი თვე დასჭირდათ. მიზანი იყო დაენახათ, თუ რამდენად მოხდებოდა გაზისებურ დისკში შავი ხვრელების გრავიტაციით ჩაჭერა.
"ეს სიმულაციები მოიცავს ორ მთავარ შეკითხვას: შეუძლია თუ არა გაზს შავი ხვრელის ორობითი ფორმირების ჩამოყალიბება და თუ ასეა, რამდენად სრულდება ეს პროცესი შერწყმით. ჩვენ მივიღეთ პასუხი და ეს არის — დიახ", — თქვა კვლევის ხელმძღვანელმა, კონარ როუანმა.
"კვლევის შედეგები უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ადასტურებს, რომ შედარებით პატარა შავი ხვრელების შერწყმა ზემასიური შავი ხვრელების დისკში ხდება. საბოლოოდ, ამას შეუძლია გრავიტაციული ტალღების წარმოქმნაც ახსნაც", — თქვა პროფესორმა ბენს კოცისმა, კვლევის თანაავტორმა.
კომენტარები