როგორ მოქმედებს კოსმოსი იმუნურ სისტემაზე — კვლევა
კოსმოსში ასტრონავტების იმუნური სისტემა მნიშვნელოვნად სუსტდება
კვლევაში, რომელშიც 14 ასტრონავტი მონაწილეობდა, მეცნიერებმა კოსმოსში იმუნური სისტემის დასუსტების მექანიზმები შეისწავლეს. კვლევა გვაწვდის გადამწყვეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არიან ასტრონავტები კოსმოსში ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარე.
კვლევას კანადელი მოლეკულური ბიოლოგი ოდეტ ლანევვილი ხელმძღვანელობდა. მეცნიერებმა ლეიკოციტებში (სისხლის თეთრი უჯრედები) გენის გამოხატულება გამოიკვლიეს. მკვლევერებმა ასტრონავტების სისხლის უჯრედები კოსმოსურ მისიებამდე და მისიების შემდეგ შეისწავლეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ ლეიკოციტებში გენის ექსპრესია მნიშვნელოვნად შემცირდა კოსმოსში გასვლისთანავე. შემცირება მოხდა საერთაშორის კოსმოსურ სადგურზე (ISS) პირველივე დღეებში. თუმცა, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, გენები თანდათანობით დაუბრუნდნენ ნორმალურ მდგომარეობას — საინტერესოა, რომ ამას ერთი თვე დასჭირდა.
"სისხლის თეთრი უჯრედები ძალიან მგრძნობიარეა მიკროგრავიტაციის მიმართ. საბოლოოდ ეს იმუნურ სისტემაზე ისახება. ამ კვლევამდე ჩვენ ვიცოდით, რომ კოსმოსში იმუნური სისტემა სუსტდება, მაგრამ უშუალოდ მექანიზმში ვერ ვერკვეოდით", — განმარტა კვლევის თანაავტორმა, გაი ტრუდელმა.
მკვლევრების თქმით, ამის მიზეზი დედამიწის გრავიტაციის არ არსებობაა. კოსმოსში სისხლის მიმოქცევა ისე არ ფუნქციონირებს, როგორც ეს დედამიწაზე.
მკვლევრებს ახლა სურთ შეიმუშავონ ზომები, რომლებიც ასტრონავტების იმუნიტეტს მეტად დაიცავს. ერთი რამ ფაქტია, კვლევის შედეგები სპეციალური ზომების საჭიროებაზე მიუთითებს.
კომენტარები