მწერლები და გამომცემლები ერთობლივი ფოტოთი სულაკაურის გამომცემლობას სოლიდარობას უცხადებენ
ფოტო: Gvantsa Jobava / Facebook
მწერლები და გამომცემლები ერთობლივ ფოტოს აქვეყნებენ და სულაკაურის გამომცემლობას სოლიდარობას უცხადებენ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა "ლგბტ პროპაგანდაზე" და ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა. მან ამავე კონტექსტში ახსენა და "პროპაგანდაში" დაადანაშაულა სულაკაურის გამომცემლობაც.
"როგორც ალბათ იცით, ამჟამად ვიმყოფებით წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" 2023-ზე. ფესტივალის მონაწილე მწერლები და გამომცემლები ამ ერთობლივი ფოტოთი სოლიდარობას ვუცხადებთ სულაკაურის გამომცემლობას და ვგმობთ პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოცემის თავისუფლების წინააღმდეგ და ფართო სცენარში ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის რუსიფიკაციასა და ჩვენთვის ევროპული მომავლის წართმევას!" — წერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გვანცა ჯობავა.
ღარიბაშვილს კონკრეტული ნაწარმოები არ დაუსახელებია, თუმცა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მსგავსი ბრალდებით გავრცელდა ფოტოები სულაკაურის 2 წიგნიდან — ერთ-ერთია "ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის", რომელიც ცნობილ მეცნიერ, კოსმონავტ, ლიდერ ქალებზე რეალური ისტორიებს აერთიანებს, მეორე კი მე-17 საუკუნის მწერლის, შარლ პეროს ზღაპრებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილთაგან ორივე წიგნი წლების წინაა გამოცემული და ამჟამად არც ერთი აღარ არის გაყიდვაში. ასევე, მსგავსი ბრალდებით რამდენიმე დღის წინ სულაკაურის გამომცემლობას "დედების სახელით" მიუცვივდნენ.
სულაკაურს მხარს გამომცემლობა არილიც უჭერს. გუნდი სულაკაურს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. გამომცემლობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაც. მათი თქმით, ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან, ამ მოცემულობაში კი, საგანგაშოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი მსგავსი განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებად აღიქმება.
სულაკაურს ასევე მხარდაჭერას უცხადებს მწერალი ზვიად კვარაცხელიაც. კვარაცხელიას განცხადებით, ის, რასაც სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ ახორციელებს სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, სახიფათოა და თავისუფალი სიტყვის ჩასახშობადაა მიმართული.
გამომცემლობას მხარს უჭერს მწერალთა სახლიც. მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ გამომცემლობის "ლგბტ პროპაგანდაში" დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მათი თქმით, ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები