კოსმოსური ტურიზმი იწყება — Virgin Galactic-მა პირველი კომერციული ფრენა შეასრულა
Virgin Galactic-მა ახლახან თავისი მეექვსე კოსმოსური ფრენა შეასრულა. თუმცა, კომპანიისთვის ეს პირველი კომერციული კოსმოსური ექსპედიციაა.
გაფრენა დღეს, 29 ივნისს მოხდა. ხომალდმა ოთხი ადამიანი სუბორბიტალურ სივრცეში გაიყვანა. ეს დაახლოებით 87 კილომეტრის სიმაღლეზე.
Virgin Galactic-ის პირველი ეკიპაჟი საჰაერო ძალების ორი იტალიელი პოლკოვნიკისგან და კოსმოსური ინჟინერისგან შედგებოდა. ეკიპაჟის მეოთხე წევრი კომპანიის წარმომადგენელი იყო. ეკიპაჟმა კოსმოსში 10 წუთი გაატარა და ამის შემდეგ, ისინი უკან დაბრუნდნენ.
The Guardian-ის თანახმად, Virgin Galactic-ს მომავალი ფრენებისთვისაც აქვს გაყიდული ბილეთები. თითო ადგილი 250 000 დოლარიდან 450 000 დოლარამდე ღირს.
Virgin Galactic-ის პირველი კომერციული ფრენა, ფაქტობრივად, კვლევითი მისიაც იყო. ბილეთების ფასი იტალიის საჰაერო ძალებმა და ეროვნულმა კვლევითმა საბჭომ დაფარა.
მთლიანობაში, 90 წუთის განმავლობაში 13 ექსპერიმენტი შესრულდა. მისიის წარმატებით დასრულება კომპანიისთვის უდიდესი შედეგია.
Virgin Galactic-მა გამოაცხადა, რომ მისი მეორე კომერციული კოსმოსური ფრენა აგვისტოს დასაწყისისთვისაა დაგეგმილი. კომპანიის მიზანია ფრენები ყოველთვიურად განახორციელოს.
კომენტარები