ტიტანის ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაშთები აღმოაჩინეს
აშშ-ის სანაპირო დაცვამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეაგროვა და გააანალიზებს ნამსხვრევებსა და, სავარაუდოდ, ადამიანთა სხეულის ნაშთებს ტიტანის წყალქვეშა ნავიდან.
"ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო პროფესიონალები ჩაატარებენ ოფიციალურ ანალიზს, სავარაუდოდ, ადამიანის ნაშთებზე, რომლებიც ფრთხილად იქნა ამოღებული ინციდენტის ადგილზე ნამსხრევებიდან", — ნათქვამია სანაპირო დაცვის განცხადებაში.
23 ივნისს, სანაპირო დაცვამ გამოაცხადა ხუთი ტურისტის დაღუპვის შესახებ ღრმა ზღვის წყალქვეშა ნავში, OceanGate Titan, რომელიც მიემართებოდა ტიტანიკის დასათვალიერებლად.
გასულ კვირას მათ თქვეს, რომ წყალქვეშა ნავმა განიცადა იმპლოზია, რომელიც, სავარაუდოდ, მილიწამების განმავლობაში გაგრძელდა და მგზავრები მყისიერად დაიღუპნენ.
ბორტზე მყოფი მგზავრები იყვნენ კომპანიის დამფუძნებელი და პილოტი, სტოკტონ რაში, ბრიტანელი მილიარდერი, ტიტანიკის ფრანგი ექსპერტი, რომელიც ცნობილია როგორც "ბატონი ტიტანიკი" და პაკისტანის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი თავის შვილთან ერთად.
კომენტარები