როგორ დაინახავდნენ უცხოპლანეტელი ასტრონომები ჩვენს გალაქტიკას — კვლევა
როდესაც ტელესკოპებში ვიხედებით შორეულ და უცხო გალაქტიკებს ვხედავთ. ეს შორეული სამყაროებია, სადაც მილიარდობით ვარსკვლავი და პლანეტაა.
მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, თუ როგორ დაინახავდნენ ჩვენს გალაქტიკას უცხოპლანეტელი ასტრონომები, რომლებიც სხვა გალაქტიკის მკვიდრნი არიან.
"იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რამდენად განსხვავებულია ჩვენი გალაქტიკა, საჭიროა სხვა გალაქტიკების შესწავლა. ეს ის საკითხია, რომელიც ასტრონომებს გალაქტიკების აღმოჩენის შემდეგ აინტერესებთ", — თქვა ჯიანჰუი ლიანმა, მაქს პლანკის ინსტიტუტის ასტრონომმა.
იმის დადგენა თუ როგორია ჩვენი გალაქტიკა გარედან, რთულია და კომპლექსურ კვლევებს საჭიროებს. თუმცა, ასტრონომებმა იციან გალაქტიკები, რომლებიც ირმის ნახტომს ჰგავს.
ლიანმა, მარია ბერგემანმა და მაქს პლანკის ინსტიტუტის ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკისა და სხვა სპირალური გალაქტიკების ქიმიური სპექტრის შემადგენლობები შეისწავლეს. ამით მკვლევრებმა შექმნეს სურათი იმის, რასაც ანდრომედას გალაქტიკაში მცხოვრები ასტრონომები დაინახავდნენ.
საუბარია ქიმიური შემადგენლობის სურათზე. მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრებმა შეისწავლეს, თუ როგორ ნაწილდება ჰელიუმზე მძიმე ელემენტები (ასტრონომიაში ჰელიუმზე მძიმე ნებისმიერი ელემენტი ითვლება "ლითონად") ჩვენი გალაქტიკის დისკზე.
სხვა გალაქტიკებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ირმის ნახტომის მსგავსი მეტალის სარტყელი გალაქტიკების მხოლოდ 11 პროცენტს აქვს. შესაბამისად, მარტო ამის გამო უცხოპლანეტელი ასტრონომებისთის ჩვენი გალაქტიკა საინტერესო იქნებოდა.
"კვლევა ძალიან ამაღელვებელია! ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ გალაქტიკის დეტალური ქიმიური შემცველობა სხვა გალაქტიკებისას შეგვიძლია შევადაროთ. შედეგები მნიშვნელოვანია გალაქტიკების ფორმირების გასაგებად", — ნათქვამია კვლევაში.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები