ირაკლი ღარიბაშვილი

21 Jun. 2023, 12:14

მე მედიის საშუალებით გავეცანი ამ მონაცემებს. ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა და 30 ქვეყანაში ჩატარდა. განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ 22% ახალგაზრდების აცხადებს თავს ლგბტდ, რაც ვფიქრობ, არის საგანგაშო ტენდენცია.

მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება, ეს არის ყველა ადამიანის უფლება, როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით. ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ბაღებში უკვე და სკოლებში.... უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ. [...]

რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელ მაკდონალდსში მიმდინარეობდა ბავშვებში სწორედ ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის სრულად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს გლობალური კამპანიის ნაწილია და ამიტომ, ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება, ვფიქრობ, რომ მისასალმებელია, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური. ეს არის ჩემი პასუხი.

ეს ჰომოფობიური განცხადება ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან გააკეთა. ხელისუფლებამ სამთავრობო ტელევიზიების დახმარებით, მაკდონალდსის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო, რომლითაც კომპანიას "სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში" ადანაშაულებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ