ირაკლი ღარიბაშვილი

6 Jun. 2023, 16:00

არ მინდა ამაზე გიპასუხოთ. მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივია, ჯერ ერთი, თქვენი განცხადება, ანტიეროვნული. მაგრამ მესმის, რომ დავალებაა, დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ. მინდა, ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ თურმე ჩვენი, თქვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები. ეს მინდა, გითხრათ.

საერთოდ, მე მინდა, გირჩიოთ ყველას, რომ პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, ჯერ პირველ რიგში თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები.

ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა მთავარი არხის ჟურნალისტს კითხვაზე, ოლაფ შოლცმა შეხვედრაზე ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა თუ არა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მდინარეებზე წყლის დონეის მატება, ელჭექი, სეტყვა და ქარი — გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება — გარემოს ეროვნული სააგენტო 27 და 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ…