გადმოიტანე ან გადარიცხე თანხა ნებისმიერი ბანკიდან ეგრევე — საქართველოს ბანკის ინოვაციური სერვისი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ალბათ ბევრს გვქონია მომენტი, როცა არასამუშაო საათებში ერთი ბანკიდან მეორეში თანხის გადარიცხვა გვინდა და ვიცით, მეორე დღემდე ლოდინი მოგვიწევს. კვირის ბოლოს ეს კიდევ უფრო დიდ საგონებელში გვაგდებს.
აღნიშნული დისკომფორტის შესახებ საქართველოს ბანკშიც იცოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, მომხმარებლებისთვის საქმის გამარტივებაზე ეზრუნათ.
"გადარიცხვების ფუნქციონალით საკმაოდ ბევრი მომხმარებელი სარგებლობდა და ვხედავდით, რომ არასამუშაო საათებში გადარიცხვებზე გვჭირდებოდა ახალი გადაწყვეტის მოფიქრება. ბევრი ვიფიქრეთ, როგორ გაგვემარტივებინა აღნიშნული პროცესი და შევთავაზეთ კიდეც მომხმარებლებს მომენტალური გადარიცხვები ბანკებს შორის, 24/7 ზე", — გვეუბნება მაიკო გორგილაძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც მომხმარებლებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე ზრუნავს, საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო მოქნილი მოდელი შეიმუშავა. ამიერიდან, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ბანკიდან ჩარიცხონ თანხა სასურველ ანგარიშზე.
მაიკო გორგილაძე აღნიშნავს, რომ მომხმარებელი კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ამიტომ მუდმივი სიახლეებით კიდევ უფრო მეტი კომფორტის, სისწრაფისა და გამარტივებული ყოველდღიურობის შეთავაზებას ცდილობენ.
როგორ უნდა გადარიცხო თანხა?
მობილბანკის ინოვაციური ფუნქციონალით სხვასთან გადარიცხვის პროცესი ძალიან მარტივია:
- ტრანზაქციას მობილბანკიდან ტელეფონის ნომრით განახორციელებ და იქვე მიუთითებ სასურველ თანხას;
- ადრესატი ეგრევე, არასამუშაო საათებშიც მიიღებს SMS ბმულს, რომლითაც თანხას სასურველ ბარათზე დასვამს;
- და თუ მიმღებს ბარათი ფავორიტებში აქვს მონიშნული, თანხა ავტომატურად ამ ბარათზე, ეგრევე დაჯდება.
გაითვალისწინე, ბმულით სარგებლობის ვადა 24 საათია.
თუ საკუთარ ანგარიშზე სხვა ბანკის ბარათიდან არასამუშაო საათებში თანხის გადარიცხვა მოგინდება, მარტივად მიყვები ამ ნაბიჯებს:
- საქართველოს ბანკის მობილბანკში მიუთითებ გადმოსატანი თანხის ოდენობას;
- პირველი შიდა გადარიცხვისას შეიყვან სასურველი ბარათის მონაცემებს;
- მომდევნო გადარიცხვებისთვის ბარათს დაიმახსოვრებ და თანხას 1 დაჭერით გადმოიტან;
- თანხა კი ეგრევე აგესახება საქართველოს ბანკის ანგარიშზე.
მაიკო გორგილაძე აღნიშნავს, რომ სიახლე მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნის სურვილმა განაპირობა.
"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს მოვუსმინოთ და გავიგოთ, როგორ შეგვიძლია მათ კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ და დავუზოგოთ დრო, რაც ცხოვრების ამ აჩქარებულ ტემპში ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს მაიკო გორგილაძე.
მაიკო გორგილაძე იმასაც გვეუბნება, რომ წელს არაერთ საინტერესო პროექტზე მუშაობენ და მომხმარებლები მათთვის ხელსაყრელ სიახლეებს უნდა ელოდნენ.
"გვინდა, ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ საქართველოს ბანკის აპლიკაციას, კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. ჩვენი ყოველთვიური, მილიონ 200 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და განვვითარდეთ უწყვეტ რეჟიმში".
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
კომენტარები