ნახეთ: დრონმა 7 000 წლის ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინა
7 000 წლით დათარიღებული ხელოვნების ნიმუში მეცნიერებმა დრონით აღმოაჩინეს. მკვლევრები, რომლებიც სწავლობდნენ ალიკანტეს მიმდებარე მთებს, უძველეს აღმოჩენებს მიჩვეულები იყვნენ. თუმცა, ახლა ნამდვილად ღირშესანიშნავი აღმოჩენა გაკეთდა და თან ეს ყველაფერი დრონით.
მკვლევრებს მთებში დამალული პრეისტორიული ნიმუშების მოძიება სურდათ. ამ ფაქტორმა მკვლევარი ხავიერ ფერნანდეს მოლინა, დრონის გამოცდილი პილოტი, მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ამისთვის დრონი იდეალური იყო.
მკვლევრებმა დრონებით 18 გამოქვაბული შეისწავლეს. მათგან ორში პრეისტორიული ნახატები აღმოჩნდა.
ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ:
"ეს მეთოდოლოგია შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ პრეისტორიული ხელოვნების კვლევებში, არამედ ზოგადად არქეოლოგიაშიც", — ამბობენ მკვლევრები.
არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ მომავალში დრონებს კიდევ უფრო კომპლექსური კვლევებისთვის გამოიყენებენ.
კვლევა Lucentum XVII-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები