ბევრისთვის ციცინათელა, ეს მანათობელი პატარა მწერი, ბავშვობასთან და სასიამოვნო საღამოსთან ასოცირდება. ისინი, როგორც წესი, ზაფხულს და ბუნებას გვახსენებენ.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 170 ასეთ სახეობას შეხვდებით. მთლიანობაში კი, სულ 2000 სახეობაა, რომელთაგან ბევრი უკვე მილინობით წელია არსებობს.

თუმცა, ალბათ შენიშნავდით, ციცინათელები სულ უფრო იშვიათად ჩანან. მათგან ბევრს გადაშენების საფრთხე ემუქრება.

ჰაბიტატის გაუარესება, პესტიციდების გადაჭარბებული გამოყენება, კლიმატის ცვლილება და მომატებული სინათლის დაბინძურება საფრთხეს უქმნის ციცინათელებს. მიუხედავად ამისა, ამ რისკებს განსხვავებული გავლენა აქვს სახეობებსა და მათ გენეტიკაზე.

Xerces Society-ისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიხედვით, საფრთხე ციცინათელას რამდენიმე სახეობას ემუქრება. IUCN-მა შეისწავლა 128 სახეობა და დაადგინა, რომ 11%-ს გადაშენების რეალური საფრთხე ემუქრებოდა. კიდევ არის 2%, რომელიც ასევე საფრთხის წინაშეა, თუმცა, შედარებით ნაკლებად.

ციცინათლელა მთელ მსოფლიოში გვხვდება, გარდა ანტარქტიდისა. აშშ-ში ისინი უპირატესობას თბილ და ნოტიო შტატებს ანიჭებენ. აქ ისინი ძირითადად გვხვდება კლდოვანი მთების აღმოსავლეთით. ეროვნული მუზეუმის თანახმად, ზოგიერთი სახეობა ცხოვრობს უფრო დასავლეთით, მაგრამ მათი ნათება თვალისთვის რთული შესამჩნევია.

მთავარი საფრთხეები

ფოტო: USAtoday

სინათლის დაბინძურება — ხელოვნური განათება მნიშვნელოვნად მატულობს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ეს სინათლე მწერების "შეჯვარების რიტულზე" უარყოფითად მოქმედებს.

კლიმატის ცვლილება — ეს იწვევს გვალვას. მსგავსი პირობები ციცინათელების ჰაბიტატს აზიანებს.

პესტიციდების გამოყენება — სასოფლო-სამეურნეო პესტიციდების ფართო გამოყენება ზიანს აყენებს ციცინათელებს.

ჰაბიტატის დაკარგვა — ციცინათელები კარგავენ თავიანთ ჰაბიტატებს. ტყეები იჩეხება, ბალახი იკაფება, მათ ადგილას შენობები და ავტოსადგომები ჩნდება.

და მაინც, როგორ ანათებენ ციცინათელები?

ციცინათელები შუქს ქიმიური რეაქციის საშუალებით აწარმოებენ. მას ბიოლუმინესცენცია ეწოდება. ეს ხდება მწერების მუცლის სპეციალურ უჯრედებში. ჟანგბადი აერთიანებს ქიმიკატებს: ლუციფერინსა და ლუციფერაზას. საბოლოოდ, ამით წარმოიქმნება შუქი.

მეცნიერები თვლიან, რომ ციცინათელები ნათებას წარსულში მტაცებლების შესაშინებლად იყენებდნენ. თუმცა, ახლა ამის დანიშნულება შეწყვილება და პარტნიორის პოვნაა. როგორც წესი, მამრი ციცინათელა ყოველ ხუთ წამში ერთხელ ციმციმებს, როდესაც მდედრი ამას ორ წამში ერთხელ აკეთებს.

ციცინათელას სიცოცხლის ხანგრძლივობა

ციცინათელები გადიან ოთხეტაპიან მეტამორფოზას: კვერცხი, ლარვა, პატარა და ზრდასრული. მათმა სიცოცხლის ციკლმა შეიძლება მოიცვას თვეები ან წლები. არსებობს ციცინათელების სამი ძირითადი ტიპი:

დღის შუქში მოციმციმე ციცინათელები: აქტიურია მხოლოდ დღის განმავლობაში და შესაბაისად მათი შუქის დანახვა შეუძლებელია.

ციცინათელა ჭიები: მდედრი ციცინათელები, რომლებსაც ფრენა არ შეუძლიათ. ისინი ხშირად ანათებენ.

მოციმციმე ციცინათელები: ასევე ცნობილია, როგორც ელვისებური მწერები, ისინი ყველაზე ცნობილია მათი ნათელი ციმციმით.

შეწყვილება

ზრდასრულ ციცინათელებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, გამრავლება. შეწყვილების შემდეგ მდედრებს შეუძლიათ 500-მდე კვერცხის დადება. ზრდასრული ციცინათელები დაახლოებით ორი თვე ცოცხლობენ.

მდედრი კვერცხს მიწაზე ან მის მახლობლად დებს. ამისთვის მწერს ნესტიანი ნიადაგი ურჩევნია. ციცინათელა კვერცხიდან სამიდან ოთხ კვირაში იჩეკება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.