წარსულით შთაგონებული, მომავლისთვის შექმნილი — ახალი დინამიკი Beosound A5 Bang & Olufsen-ისგან
ფოტო: Beosound A5
კომპანია Bang & Olufsen-მა ახალი, პორტატიული დინამიკი Beosound A5 წარადგინა, რომელიც დანიურ-იტალიურ კომპანია GamFratesi-ის დიზაინერებთან კოლაბორაციით შექმნა. შესაბამისად, Beosound A5 დიზაინის ჩრდილო და სამხრეთულ კულტურებს აერთიანებს — უსადენო დინამიკი შესანიშნავი ხმის, მაღალი კლასის ოსტატობისა და პროდუქტის ხანგრძლივობის იდეალური ნაზავია, რითაც განთქმულია Bang & Olufsen-ი.
"Beosound A5 ჩვენი ახალი, მაღალი ხარისხის პორტატიული აკუსტიკური სპიკერია, რომელიც კლასიკური დიზაინისადმი Bang & Olufsen-ის მრავალწლიან ურთიერთობასა და მომავლის ხმისადმი ჩვენს ხედვას აერთიანებს. ეს იყო ჩვენი პირველი და მე ვიტყოდი, წარმატებული თანამშრომლობა GamFratesi-თან, რათა შეგვექმნა ორი დინამიკის დიზაინი, რომელთა შექმნასაც სკანდინავიური ესთეტიკა და მისი განუმეორებელი ხელწერა უდევს საფუძვლად", — ამბობს კომპანიის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ჰენრიკსენი.
Beosound A5, რომელიც ორ ფერშია ხელმისაწვდომი, ბუნებრივი ალუმინისგან შექმნილ ქაღალდს აერთიანებს მსუბუქი მუხის სახელურთან და ქმნის სკანდინავიური ზაფხულის შეგრძნებას. შავი, მუქ მუხის ხესთან გაერთიანებული ანთრაციტის ალუმინის დინამიკი კი ზამთრის ტყეების ესთეტიკას აღვიძებს.
Bang & Olufsen-ის ლეგენდარული დიზაინის გაცოცხლება
ფოტო: Beosound A5
Beosound A5 ერთდროულად პორტატიული და ე.წ. სახლის დინამიკია. მისი მუხის მყარი სახელური საშუალებას გაძლევთ, დინამიკი მარტივად ატაროთ ერთი ოთახიდან მეორეში, დადოთ იატაკზე, თაროსა თუ მაგიდაზე. IP65-ის წყალობით, თქვენი მოწყობილობა არის წყალგაუმტარი და დაცულია მტვრისგან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მისი წაღება ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის ბუნებაშიც. 12 საათზე მეტი გამძლეობისა და სპიკერზე ინტეგრირებული ტელეფონის დამტენის მეშვეობით, Beosound A5 Bang & Olufsen-ის ყველაზე უნივერსალური დინამიკი და პორტატიული აუდიო თანამგზავრია. მისი მართვა შეიძლება როგორც ინტერფეისით, ასევე Bang & Olufsen-ის აპლიკაციით.
"Beosound A5-ის შექმნა Beolit-ის საკულტო სერიამ შთაგვაგონა, რომელიც აერთიანებს ნატურალურ მასალას, სკანდინავიური ბუნების ფერებსა და ტექსტურებს. ჩვენს დიზაინერულ მოგზაურობას ტრადიციული პანამური ჩალის ქუდები, 60-იანი წლების დანიურ სკამებზე ხელით შესრულებული ტყავის გადასაფარებლები და ნატურალური ქსოვილი უძღოდა წინ", — აღნიშნავს GamFratesi-ის წარმომადგენელი.
Beosound A5-ის რბილი ორგანული ნაკეცები და ბუნებრივი მასალები 1961 წელს გამოსულ Beolit 607-ის სახელურსა და მოკეცილ კიდეებს გვაგონებს. GamFratesi-ის დიზაინით შექმნილი Beosound A5-ის ვიზუალზე ასევე გავლენა იქონია იაკობ ჯენსენის მიერ 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისში შექმნილმა Beolit 800-ისა და Beolit 1000-ის ხის საფარმა.
ძლიერი და ზუსტი პორტატიული დინამიკი
ფოტო: Beosound A5
დღესდღეობით Bang & Olufsen-ის ყველაზე ძლიერ პორტატიული დინამიკი — Beosound A5 უზრუნველყოფს იდეალურ ხმას ნებისმიერი სივრცეში. ოთხმხრივი დრაივერი ოთხი ციფრული გამაძლიერებლით უზრუნველყოფს 280 ვატ სიმძლავრეს, რომელსაც შეუძლია დიდი ფართობის მქონე დაწესებულების 360-გრადუსიანი ხმით შევსება. Beosound A5 ერთნაირად გამოირჩევა როგორც საუკეთესო დიზაინით, ასევე ხმით, ვინაიდან ის აერთიანებს 1X5.25 ვუფერს (დაბალსიხშირიან დინამიკს), 2X2 საშუალო დიაპაზონსა და 1X¾ მაღალსიხშირიან დინამიკს.
თუ Beosound A5-ის დიზაინი Bang & Olufsen-ის Beolit-ის სერიის ესთეტიკურ მხარეს ეყრდნობოდა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ის დაფუძნებულია Beolab 90 და 50 Hi-Fi დინამიკებზე, რომელიც საუკეთესოა ამ კლასში. Beamforming-ის ტექნოლოგია, ინოვაცია რომელიც პირველად Beolab-ის სერიაში ჩაშენდა, Beosound A5-ში იქნა გადმოტანილი ხმის მაღალი სიზუსტით მართვის მიზნით.
შექმნილია ხანგრძლივი სიცოცხლისთვის
Bang & Olufsen-ი განთქმულია თავისი პროდუქციის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით და გამონაკლისი, არც Beosound A5-ია. კლასიკური დიზაინის გარდა, დინამიკს აქვს მოდულური კონსტრუქცია, რის გამოც ის ადვილად შესაკეთებელია, რაც, ბუნებრივია, ზრდის მის სიცოცხლისუნარიანობას. კომპანია ასევე გეგმავს ადვილად ცვლადი ტექსტურისა და სხვადასხვა ფერის წინა პანელის გამოშვებას, რაც მუსიკისა და დიზაინის ყველაზე მომთხოვნი მოყვარულების გემოვნებასაც დააკმაყოფილებს.
ფოტო: Beosound A5
Bang & Olufsen-ის პროგრამული პლატფორმა Mozart-ის წყალობით Beosound A5-ის სიცოცხლისუნარიანობა სცდება ფიზიკურ ოსტატობასა და მოდულურ კონსტრუქციას. Mozart-ი ხმის სფეროში ყველაზე თანამედროვე ფუნქციებს გვთავაზობს, მათ შორის, პროგრამულ უზრუნველყოფას. Beosound A5-ს აქვს პოტენციალი და შესაძლებლობა განვითარდეს და თანამედროვე, ახალ ტექნოლოგიებთან ერთად ხმის ახალი შესაძლებლობები მრავალი წლის განმავლობაში წარმოაჩინოს.
უკაბელო შეერთება
ფოტო: Beosound A5
Beosound A5-ის უნივერსალურობა პროგრამულ უზრუნველყოფაზეც ვრცელდება: Mozart-ის პლატფორმა სტერეოსისტემაში ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას ერთდროულად ორ Beosound A5-ს აძლევს. აღნიშნული შესაძლებლობა Bang & Olufsen-ის ფირმის ნებისმიერ სხვა დინამიკსაც აქვს, რომელიც Mozart-ის მხარდაჭერით შეიქმნა. ამასთან, Mozart-ის პლატფორმა ადვილად ინტეგრირდება Bang & Olufsen-ის ჭკვიანი სახლის სისტემასთან და ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით მრავალგანზომილებიანი ჟღერადობის მიღება შეგიძლიათ.
დროთა განმავლობაში, Mozart-ის მომავლის განჭვრეტის უნარები ახალი ტექნიკური შესაძლებლობების გარანტიაა — მაგალითად, აღსანიშნავია Proximity Pairing, რაც დინამიკების დაერთებას კიდევ უფრო ინოვაციურს გახდის. Proximity Pairing ერთმანეთის ახლოს განლაგებისას ორ Beosound A5-ს ავტომატურად დააკავშირებს, რაც შთამბეჭდავ აუდიო გამოცდილებას შექმნის.
Beosound A5 თავსებადია Beolink Multiroom-თან, Airplay 2-თან, Chromecast-თან, Spotify Connect-თან, Bluetooth 5.2-თან და სხვა სისტემებთან, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს დინამიკი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ უნივერსალური პორტატიული დიზაინი.
Beosound A5 დინამიკის შეძენა iSpace-ის მაღაზიებში და საიტზე შეგიძლიათ.
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
კომენტარები