მამუკა მდინარაძე

29 May. 2023, 22:21

მადლობა ევროკავშირის ელჩს იმისთვის, რომ მან ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. თუმცა აქვე ობიეტურობისთვის უნდა დავძინოთ, რომ მისი განცხადების მეორე ნაწილი შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სჭირდებოდა ამის აღსრულებას. ეს არ არის რეალური ინფორმაცია. 

არანაირი თანხმობა, არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ, უნდა გასცეს, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან, იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ. არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს. ეს არის პრინციპული პოზიცია, პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს. 

დღეს, 29 მაისსს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო დემარში გამოუცხადეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…