OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი: 10 წელში ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გადაასწრებს
ერთი კვირის წინ, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას ითხოვდა. მისი თქმით, ეს პროცესი მალე უნდა დაიძრას — სანამ გვიანი არ არის.
ახლა კი, მისი თქმით, უახლოეს 10 წელში ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გადაასწრებს.
"იმ სურათის გათვალისწინებით, როგორსაც ახლა ვხედავთ, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის სისტემები გადააჭარბებს ადამიანების შესაძლებლობებს", — თქვა OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის გათვალისწინებით, მან მიანიშნა, რომ მომავალში ეს სისტემები კიდევ უფრო ქმედუნარიანი გახდება. ეს შეიძლება უფრო მეტი იყოს ვიდრე ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI) წარმოგვიდგენია.
შეგახსენებთ, რომ სწორედ OpenAI-მ შექნა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და ცნობილი ჩეთბოტი ChatGPT.
შესაბამისად, ჩნდება შეკითხვები ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე. ამ მხრივ ალტმანი მარტო არ არის. ბოლო დროს უკვე ბევრი აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება საჭიროა. ამ წლის დასაწყისში, იგივე თქვა ილონ მასკმაც. ხელოვური ინტელექტის საფრთხზე თავად "ხელოვნური ინტელექტის ნათლიად" წოდებულმა ჯოფრი ჰინტონმაც ისაუბრა.
კომენტარები