ევროპის პირენეის ნახევარკუნძულზე მცურავ გემებზე მკვლელი ვეშაპების თავდასხმების მკვეთრმა ზრდამ მეცნიერები დააფიქრა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ვეშაპები ერთმანეთს გემებზე თავდასხმას ასწავლიან. ინფორმაციას, Live Science ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ვეშაპების თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წელს გავრცელდა. თუმცა, ახლა ეს შემთხვევები მატულობს. ექსპერტებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, მაგრამ არის წამყვანი თეორია: შურისძიება.

როგორც Live Science-ს ბიოლოგმა ალფრედო ფერნანდესმა განუცხადა, გაბატონებული თეორია არის ის, რომ მდედრი ვეშაპი იალქნიანმა გემმა დააზიანა. ამან ვეშაპებში ქცევის ცვლილება გამოიწვია და მათ მსგავს გემებზე თავდასხმები დაიწყეს.

საბოლოოდ, ვეშაპები აგრესიულები გახდნენ. ახლა კი, ეს საქმე შთამომავლებსაც გადაეცემათ. შესაბამისად, იალქნიანი ნავების ჩაძირვა ვეშაპებისთვის ოჯახურ საქმიანობად იქცა.

"ფაქტია, ეს ქცევა გავრცელდა პატარა ვეშაპებშიც. ახლა ისინი თვლიან, რომ ეს მნიშვნელოვანია", — ამბობს ალფრედო ფერნანდესი.

მეზღვაურების სიტყვები ამ თეორიას მხარს უჭერს.

"ჩვენს გემს ორი პატარა და ერთი დიდი ვეშაპი დაესხა თავს. ისინი გეგმიურად გვიტევდნენ და ერთმანეთთან თანამშრომლობით გემი დაგვიზიანეს", — თქვა ერთ-ერთი ჩაძირული გემის კაპიტანმა.

შემთხვევა ნამდვილად ყურადსაღებია. ვეშაპების ეს აქტივობა სულ უფრო და უფრო მეტი მეცნიერის ყურადღებას იქცევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.