ჯეიმს ვების ტელესკოპმა მზეზე 10 000-ჯერ მასიური ვარსკვლავები აღმოაჩინა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სამყაროს გარიჟრაჟზე მილიონობით სუპერმსიური ვარსკვლავის არსებობის პირდაპირი მტკიცებულება აღმოაჩინა. საუბარია მზეზე 10 000-ჯერ მასიურ ობიექტებზე.
ეს გიგანტური ვარსკვლავები, რომლებსაც მკვლევრებმა "ციური მონსტრები" უწოდეს, არსებობდნენ დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 440 მილიონი წლის შემდეგ. მათმა აღმოჩენამ შეიძლება ბევრი რამ გვასწავლოს კოსმოსის ადრეული ევოლუციის შესახებ.
"ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების წყალობით, აღმოვაჩინეთ ამ არაჩვეულებრივი ვარსკვლავების არსებობის პირველი მინიშნება", — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი კორინ შარბონელი, შვეიცარიის ჟენევის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორი.
ჯეიმს ვები გვაწვდის პირველ მტკიცებულებას ადრეული სუპერმასიური ვარსკვლავების შესახებ
მკვლევრებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი ვარსკვლავების ქიმიური კვალი კოსმოსურ გროვებში. ეს გროვები ზოგჯერ მილიონობით ვარსკვლავს შეიცვას.
გროვები წარმოუდგენლად ძველია, რაც მათ ასტრონომების სამიზნეებად აქცევს. მეცნიერებს სამყაროს შორეული წარსულის შესწავლა სურთ.
მეცნიერები, რომლებმაც კვლევა ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში გამოაქვეყნეს, თვლიან, რომ აღმოჩენა დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ წარმოიქმნა პირველად მძიმე ელემენტები სამყაროში.
მათ ამისთვის ჯეიმს ვების ინფრაწითელი კამერა გამოიყენეს. ტელესკოპმა GN-z11, ერთ-ერთი ყველაზე შორეული და უძველესი გალაქტიკა შეისწავლა. გალაქტიკა დედამიწიდან 13,3 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული.
აღმოჩნდა, რომ უძველესი გალაქტიკები გიგანტური ვარსკვლავებისგან შედგებოდა.
მეცნიერებმა გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სუპერმასიური ვარსკვლავებით, რომლებიც წვავდნენ საწვავს გაცილებით მაღალ ტემპერატურაზე. შესაბამისად, მათ შეძლეს უფრო მძიმე ელემენტების გამომუშავება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს უძველესი ვაარსკვლავები მზეზე 10 000-ჯერ უფრო მასიურები იყო, მათი აღმოჩენა მაინც ძალიან რთულია. მიზეზი კი დროშია — საქმე სამყაროში უძველეს ვარსკვლავებთან გვაქვს.
საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელსაც ძალიან შორს გახედვა შეუძლია. კვლევას უძველეს სამყაროზე დიდი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.
კომენტარები