უახლესი ცნობები ბელგოროდიდან — მოკლედ
ფოტო: AP
რა მოხდა: 22 მაისს რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც აცხადებდნენ, რომ რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს და "მალე ქვეყანა თავისუფალი იქნება".
- უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა კი ვიდეო ჩაწერა, რომლითაც თანამოქალაქეებს მოუწოდა, იბრძოლონ პუტინისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.
- ასევე, ლეგიონის წევრებმა რუსეთის საზღვრისპირა მაცხოვრებლებს მიმართეს, დარჩნენ სახლში და მათ წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
- პარალელურად, ვრცელდებოდა ადგილობრივების კადრები, რომლებიც ბელგოროდში აფეთქებებსა და სირენების ხმას ასახავდა.
- მოგვიანებით ლეგიონმა ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლების გათავისუფლებაზე განაცხადა.
- გავრცელდა ფოტოებიც, სადაც ხიდზე გაფენილი "თავისუფალი რუსეთის" ალტერნატიული დროშა ჩანს, რომელზეც წითელი ფერი არ არის.
- მებრძოლების მიზანი რუსეთის საზღვარზე დემილიტარიზებული ზონის შექმნაა, საიდანაც ოკუპანტები უკრაინას ვეღარ დაბომბავენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებმა რუსეთში პანიკა და სრული გაურკვევლობა გამოიწვია — ბელგოროდის მაცხოვრებლები ბომბსაცავების არარსებობაზე ჩივიან.
- აგრესორი ქვეყანა, რომელიც სხვის ტერიტორიაზე აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს, ახლა ძალებს ბელოგორდისკენ გზავნის და ამ რეგიონს უწოდებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონას".
- ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობენ, რომ მალე რუსეთს ბელგოროდის სახალხო რესპუბლიკა გამოეყოფა.
- რა თქმა უნდა, რუსეთმა მომხდარში "უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი" დაადანაშაულა, თუმცა უკრაინის დაზვერვამ ბრალდებები უარყო.
- ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი ამტკიცებდა, თითქოს დივერსიის მიზანი იყო "ბახმუტის მიმართულებიდან ყურადღების გადატანა, უკრაინული მხარის მიერ არტემოვსკის დაკარგვის პოლიტიკური ეფექტის მინიმუმამდე შემცირება".
- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა დაწერა, რომ მომხდართან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ ინტერესით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.
ბოლო ცნობები: ბელგოროდის ოლქში შეტაკებები გრძელდება. ისევ მოქმედებს "კონტრტერორისტული ოპერაციის" რეჟიმი. ოკუპანტი რუსეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ თავადაა ომის მსხვერპლი.
- ტელეგრამზე გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსული ავიაციაც, მესაზღვრეების დასახმარებლად კი დამატებითი ძალები გადასხეს.
- თავდასხმა მოხდა ფედერალური უშიშროების სამსახურისა (ეფესბეს) და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზეც.
- ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის "გაწმენდა" გრძელდება. ვრცელდება ცნობები 2 დაღუპული სამხედროსა და 4 დაჭრილის შესახებ.
- "მივმართავ გრაივორონის ოლქის მცხოვრებლებს, რომლებმაც დროებით დატოვეს სახლები, დაბრუნება ჯერ არ ღირს", – ამბობს გლადკოვი ვიდეომიმართვაში.
-
ვითარება დაძაბულია ბრაიანსკის ოლქში, სადაც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სასწრაფოდ შეიკრიბნენ და სპეციალური გეგმა აამოქმედეს.
-
რუსული ტელეგრამ არხის ცნობით, ბრიანსკის ოლქის რამდენიმე რაიონში უშიშროების ძალები არიან გაყვანილები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
- სპიკერმა, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
- "ჩვენ ნათლად ვუთხარით უკრაინელებს, რომ არ ვუშვებთ და არ ვამხნევებთ თავდასხმებს უკრაინის საზღვრებს გარეთ. მაგრამ მნიშვნელოვანია, შევახსენო მსოფლიოს, რომ ეს ომი რუსეთმა დაიწყო", — განაცხადა მან.
- მისივე თქმით, უკრაინას უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორ წარმართოს თავისი სამხედრო ოპერაციები.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები