როგორც იქნა, Instagram-ის კომენტარებში GIF-ების დაწერა შეგვეძლება. სიახლის შესახებ ადამ მოსერისგან, კომპანიის დირექტორისგან, გავიგეთ. მას Instagram Channels ჩატი ჰქონდა მარკ ცუკერბერგთან, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორთან.

"ცოტა არ იყოს, "როგორც იქნა ფუნქციაა", თუმცა კომენტარებში დღეიდან GIF-ებს ჩავუშვებთ", — განაცხადა მოსერიმ რამდენიმე დღის წინ.

ახალი ფუნქციის მეშვეობით უკვე შეგეძლებათ, პოსტებზე კომენტარის სახით Giphy პლატფორმის GIF-ები დაწეროთ.

ფოტო: NEXT.On.ge/Instagram

ამას გარდა, მოსერის ცნობით, იგეგმება Reels-ში ტიტრების გამოცდაც. სავარაუდოდ, ფუნქცია ავტომატური ტიტრების სტიკერს დაეფუძნება, რომელიც Meta-მ ჯერ კიდევ 2021 წელს გაგვაცნო. ინტერფეისის ბოლოში არსებული დროის სკალის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს, ტექსტი ვიდეოს სწორად მოარგოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.