ვოლვო XC40 Google-ის სპეციალური სისტემით ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
შვედურმა პრემიუმ ბრენდმა ვოლვო XC40-ის განახლებული ვერსია წლის დასაწყისში წარადგინა. ავტომობილი წარმოდგენილია შეცვლილი ფარებით, კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინითა და Google-ის სპეციალური სისტემით, რაც, ფაქტობრივად, მის ეკრანს Smartphone-ად აქცევს. განახლებული მოდელი უკვე ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმშია.
ახალი ვოლვოს მფლობელებს Google-ის სპეციალური სისტემის დახმარებით საშუალება ექნებათ, ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.
ავტომობილი ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი — Cloud Blue, Bright Dusk, Vapour Grey, Sage Green & Fjord Blue. აღსანიშნავია ასევე, რომ გასაყიდად გამოტანილია AWD XC40-ების ბოლო ერთეულები, რადგან ამის შემდგომ გამოსული ყოველი XC40 მხოლოდ წინა წამყვანი თვლებით იქნება წარმოდგენილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწოდებასთან დაკავშირებული სიტუაცია მკვეთრადაა გაუმჯობესებული. შედეგად, ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში მრავალფეროვანი არჩევანია. ყველაზე მოთხოვნადი მოდელები კი ამჟამად XC40 და XC60-ია.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
"ლოგისტიკური გამოწვევები პრაქტიკულად აღმოფხვრილია და დღეს ჩვენს მომხმარებელს შეგვიძლია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის ფართო სამოდელო რიგი შევთავაზოთ. რაც შეეხება განახლებულ XC40-ს, მისი ძირითადი უპირატესობებია კომპაქტურობა, მარტივად პარკირების შესაძლებლობა, მოქნილობა და, რა თქმა უნდა, სტილი. ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი მოდელია, ახალი ფორმის ფარებით. ასევე უნდა ითქვას Google-თან თანამშრომლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი უზრუნველყოფილია Google-ის სპეციალური სისტემით. ბოლო პერიოდში დიდია მოთხოვნა კიდევ ერთ მოდელზე - XC60-ზე. ეს არის ტევადი და ამასთანავე, დახვეწილი ავტომობილი, რომელიც საოჯახო მოდელად მიიჩნევა. ამავე დროს შედარებით მაღალია, მარტივად დასამორჩილებელი და დინამიკურიც სწრაფად გადაადგილებისას", — ამბობს გიორგი შაქარაშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს გაყიდვების უფროსი.
VOLVO-ს ორივე მოდელი Mild Hybrid-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილების ბენზინის ძრავას მუდმივ რეჟიმში ჩართული ელექტროგენერატორი ეხმარება. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. რაც მთავარია, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.
ცნობილია, რომ VOLVO მუდმივად ზრუნავს ეკოლოგიაზე, როგორც გამონაბოლქვის დონის დაბალი მაჩვენებლით, ისე ავტომობილის ინტერიერში გამოყენებული მასალით. პრემიუმ ბრენდი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას უსაფრთხოებაზე, რაც VOLVO-ს ავტომობილების თითოეულ დეტალში იგრძნობა.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
ორივე მოდელის შეძენა ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი — XC40-ებზე მოქმედებს 30 000-ლარიანი, ხოლო XC60-ებზე 12,000-ლარიანი ფასდაკლებები.
ვოლვო ქარ საქართველო: შვედურ ავტოგიგანტს საქართველოში თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები