რას უნდა ველოდეთ რუსეთის პრეზიდენტ ნავალნისგან?
ფოტო: ალექსეი აბანინი
სტატია პირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორის, JAMnews-ის ვებსაიტზე.
რუსეთის 182 ქალაქში 12 ივნისს 1750 ადამიანი დააკავეს მთელ ქვეყანაში ჩატარებული მასობრივი აქციების დროს. ბევრი მათგანი გაათავისუფლეს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.
ადამიანები ახლანდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს. ამ და ბევრი სხვა წინა გამოსვლის ორგანიზატორი იყო ალექსეი ნავალნი, რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი და რუსეთსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება.
ნავალნიმ ნახევარი წლის წინ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ კი მას ცოტა ვინმე თუ იცნობდა მოსკოვის ლიბერალურ წრეებში. ის არაერთმნიშვნელოვანი ადამიანია, ლიბერალი ნაციონალისტური შეხედულებებით.
ვინ არის ალექსეი ნავალნი? გვიამბობს მოსკოვში JAMnews-ის მიმომხილველი.
საერთო ინფორმაცია
ალექსეი ნავალნი 1976 წელს მოსკოვის ოლქის სოფელ ბუტინში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. ამჟამად ნავალნის მშობლები ბიზნესით არიან დაკავებულები, „კობიაკოვსკის კალათში ქსოვის ფაბრიკის“ მფლობელები არიან. ალექსეი ნავალნის ორი უმაღლესი განათლება აქვს: იურიდიული და ეკონომიკური. ცოლთან და ორ შვილთან ერთად მოსკოვის შორეულ გარეუბან მარინოში, სამოთახიან ბინაში ცხოვრობს.
მისი ძმა ოლეგი გაფლანგვისთვის იხდის სასჯელს, რაზეც ის თავად ალქსეი ნავალნისთან ერთად გაასამართლეს. ალექსეი ნავალნიმ პირობითი სასჯელი მიიღო. ბევრი ექსპერტი და უცხოური მედიის უმეტესობა ამ საქმეს შეთითხნილად მიიჩნევს.
ნავალნი როგორც ნაციონალისტი
ალექსეი ნავალნი პოლიტიკაში 2000 წელს მოვიდა და პარტია „იაბლოკოს“ წევრი გახდა. მაგრამ 2017 წელს ის ამ პარტიის რიგებიდან გარიცხეს შემდეგი ფორმულირებით – „პარტიისთვის პოლიტიკური ზიანის მიყენება“, კერძოდ ნაციონალისტური საქმიანობისთვის“.
2006, და შემდეგ 2008 წლებში ალექსანდრ ნავალნი ნაციონალისტური „რუსული მსვლელობების“ მონაწილე იყო. იმ დროს ის საკუთარ თავს ხშირად უწოდებდა „ნორმალურ რუს ნაციონალისტს“.
იმ წლების ჩანაწერებში მის ბლოგებში ჩრდილოეთი კავკასიის მოსახლეობის შესახებ შეიძლება ამგვარ გამონათქვამებს წააწყდეთ:
“ჩვენ არ შეგვიძლია ნორმალურად ვიცხოვროთ ისეთ ხალხთან ერთად, თუკი თავად ეს ხალხი დეკლარირებს, რომ ცხოველებივით სურს ცხოვრება“.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის თხოვნასთან დაკავშირებით, რომ სამშობლოს დამცველის დღე 23 თებერვალს არ აღენიშნათ – იმ დღეს, როდესაც 1944 წელს ჩეჩნების და ინგუშების დეპორტაცია დაიწყო, რომლის შედეგადაც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ნავალნიმ დაწერა:
“გულწრფელად რომ გითხრათ, დაგვღალეს უკვე ამ (ჩეჩენი) საზოგადოების წარმომადგენლებმა. ხან ნავთობიდან შემოსულ მთელ შემოსავალს ითხოვენ, ხან ტრანსფერების გაზრდას, ხან რაღაც ფილმები არ მოსწონთ. აი, თათრებს გაცილებით მეტი უფლება აქვთ, ყველანაირი პრეტენზია ჰქონდეთ. მაგრამ წესიერად იქცევიან“.
პარტია „იაბლოკოდან“ გარიცხვამდე ნახევარი წლით ადრე, 2007 წლის ივნისში ალექსეი ნავალნი „ რუსული ნაციონალური განმათავისუფლებელი მოძრაობა“ „ნაროდის“ თანათავმჯდომარე გახდა. სამი თანათავმჯდომარიდან მეორე თანათავმჯდომარე იყო რუსი მწერალი ზახარ პრილეპინი, რომელიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე წამოქმნილი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მრჩეველია (უკრაინა, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ამ ტერიტორიას უკრაინის კუთვნილად მიიჩნევს, და იქ რეგულარულად მიმდინარეობს საომარი მოქმედებები).
მოძრაობა “ნაროდმა” გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად ასეთ პუნქტსაც შეიცავდა: „რუსეთმა იმ ქვეყნების სუვერენიტეტი და თვითგამორკვევის უფლება უნდა აღიაროს, რომლებიც ჩვენი ისტორიული მოკავშირეები არიან, კერძოდ – დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის“. 2017 წლის 9 ივნისს ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში ნავალნიმ განაცხადა, რომ აფხაზეთი მრავალ წელს იყო საქართველოსგან დამოუკიდებელი და დღესაც დამოუკიდებლად რჩება.
ფოტო: ანტონ ტუშინი/ Ridus.ru
ნავალნი რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლია. 2008 წელს ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესები ჰქონდა მსხვილ რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან „ტრანსფერტთან“ და „როსნეფტთან“ .
ნავალნიმ საგანგებოდ შეიძინა ამ და კიდევ რამდენიმე კომპანიის აქციები, რათა მისთვის მათი ანგარიშები ხელმისაწვდომი ყოფილიყო და თვალყურის დევნება შეძლებოდა, თუ როგორ იხარჯებოდა სახსრები.
პოლიტიკოსმა თავისი გამოძიების შედეგების გამოქვეყნება „ჟივოი ჟურნალის“ საკუთარ ბლოგში დაიწყო. 2011 წელს ნავალნი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ნავალნი როგორც პოლიტიკოსი
2011-2013 წლებში მოსკოვის საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც ნავალნის აქტიური ორგანიზებით იყო გამართული, მისი პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა.
რუსული „ლევადა-ცენტრის“ მონაცემებით, 2011 წლის გაზაფხულზე ამ პოლიტიკოსის შესახებ რუსების 6%-მა იცოდა, უკვე ერთი წლის შემდეგ კი – 25%-მა. მაშინვე, 2011-ში შეიქმნა კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომელიც მოგვიანებით ნავალნის ყველაზე მასშტაბურ პროექტად იქცა. 2013 წელს ალექსეი ნავალნი მოსკოვის მერობის კანდიდატი გახდა.
მან დიდი წინასაარჩევნო კამპანია წამოიწყო: ყოველდღიურად მართავდა შეხვედრებს სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლებთან, მოხალისეებს იწვევდა, ბარათებს არიგებდა და სააგიტაციო პლაკატებს აკრავდა.
საბოლოოდ, მან არჩევნებზე ხმათა 27% მოიპოვა და დამარცხდა მხოლოდ სერგეი სობიანინთან, მოსკოვის მოქმედ მერთან, რომლსაც ბევრად დიდი ფინანსური და სააგიტაციო შესაძლებლობები ჰქონდა. 2016 წლის 13 დეკემბერს, მომავალ არჩევნებამდე თითქმის ნახევარი წლით ადრე, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრას აპირებდა.
ვიდეომიმართვის შემდეგ, რომელშიც მან ამის შესახებ განაცხადა, დაიწყო დიდი კამპანია 300 ათასი ხელმოწერის მოსაგროვებლად, რომლებიც არჩევნებში მონაწილე უპარტიო კანდიდატისთვის აუცილებელია. უკვე აპრილში იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც ნავალნის კანდიდატად წარდგენისთვის მზად იყო, 300 ათასს მიაღწია. კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა ამ დროის განმავლობაში ზედიზედ დაიწყო კორუმპირებული ჩინოსნების საქმეების გამოძიება.
ორი ყველაზე ხმაურიანი გამოძიება – ეს არის ფილმი „ჩაიკა“ და „რა თქვენი დიმონია“ – გვიამბობს იმ კორუფციული სქემების შესახებ, რომლებსაც სათავეში რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა და რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი უდგანან.
ამის შემდეგ ნავალნი ფილმზე „რა თქვენი დიმონია“ ხელისუფლების რეაქციას არ დაელოდა, და მოქალაქეებს პრემიერ მედვედევის გადაყენების მოთხოვნით, საპროტეტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.
2017 წლის 26 მარტს ტვერსკაიაზე, ორგანიზატორების მონაცემებით, 25-30 ათასი ადამიანი გამოვიდა, ძირითადად, ახალგაზრდები – სტუდენტები და უფროსკლასელები, რომლებიც მანამდე მსგავს აქციებზე არ ჩნდებოდნენ.
ფოტო: არტიომ კოროტაევი /ТАСС / Scanpix / LETA
იმ დღეს პოლიციამ დაახლოებით ათასი ადამიანი დააკავა. ეს მსვლელობა თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასობრივ შეუთანხმებელ საპროტესტო აქციად იქცა. მოსკოვის გარდა, მაშინ მსვლელობები და მიტინგები რუსეთის 81 ქალაქში გაიმართა.
ალექსეი ნავალნის წინასაარჩევნო პროგრამა ჯერ არ გამოქვეყნებულა. ის გამოქვეყნდება, როდესაც და თუკი ნავალნის რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირებენ. ჯერჯერობით მის ვებგვერდზე პროგრამის ძირითადი თეზისების გაცნობა შეიძლება.
ერთ-ერთი თეზისი ასეთია: რუსეთს შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის სჭირდება. შრომითი მიგრანტები სამუშაო ვიზებით უნდა ჩამოდიოდნენ და არა – უკონტროლოდ, როგორც ახლა“.
ნავალნი ასევე ირწმუნება, რომ „რუსეთისთვის ხელსაყრელია წარმატებულ ევროპულ ქვეყნებთან ეკონომიკური დაახლოება“.
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა
-
კახა წიქარიშვილი: მე არსებითი სამართლიანობა მესმის ასე — თანხები უნდა განაწილდეს ისე, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები კახა წიქარიშვილი: მე არსებითი სამართლიანობა მესმის ასე — თანხები უნდა განაწილდეს ისე, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები
გადახედვა
-
ახალი კომპიუტერის ყიდვა ახლა ცუდი იდეაა — აი, რატომ ახალი კომპიუტერის ყიდვა ახლა ცუდი იდეაა — აი, რატომ
გადახედვა
-
სტელენას დაბრუნება? — ნინა დობრევი და პოლ უესლი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ სტელენას დაბრუნება? — ნინა დობრევი და პოლ უესლი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედანმა" პარტიის 10 ახალი წევრი წარადგინა "თავისუფლების მოედანმა" პარტიის 10 ახალი წევრი წარადგინა
გადახედვა
კომენტარები