Imagine Dragons-ის შესახებ 5 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდე
ფოტო: Scott Legato / Getty Images
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Imagine Dragons თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული როკჯგუფია. 2012 წლის სექტემბერში გამოშვებული სადებიუტო ალბომის შემდეგ, ბენდმა პოპულარობა მალევე მოიპოვა. ალბომი Night Visions პირველივე კვირაში 83 ათას ეგზემპლარად გაიყიდა და ბილბორდის ჩარტებში მე-2 ადგილზე მოექცა.
მას მერე ჯგუფის ცნობადობა მხოლოდ იზრდება — ყოველი ახალი ჰიტი ამტკიცებს, რომ გრემის მფლობელი Imagine Dragons დროსთან ერთად პროგრესირებს და ერთგული ფანების გარდა, ახალი თაობის სიყვარულსაც იმსახურებს. ამაზე მეტყველებს უამრავი პრესტიჟული ჯილდო და მსოფლიოში გაყიდული 75 მილიონი ჩანაწერი. თუმცა, არის რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც ზოგიერთმა მსმენელმა შეიძლება არც იცოდეს:
1. ჯგუფის სახელი ანაგრამაა
ფოტო: Getty Images
ოღონდ ბენდის გარდა არავინ იცის, ის რას ნიშნავს! მეტიც, მათი ოჯახის წევრებისთვისაც კი უცნობია ეს საიდუმლო. არსებობს აზრიც, რომ, რეალურად, არანაირი დაშიფრული მნიშვნელობა ჯგუფის სახელს არ აქვს, თუმცა, მუსიკოსები ახლო მომავალში მის გამჟღავნებას მაინც არ აპირებენ.
"ამ ეტაპზე იმხელა მოლოდინია შექმნილი, რომ, რაც უნდა ვთქვათ, ყველაფერი იმედგაცრუება იქნება", — განაცხადა ბენდმა ერთ-ერთ ინტერვიუში, — "იქნებ ყველამ თავად წარმოიდგინოს, [რას ნიშნავს ანაგრამა]. მათი ვარაუდები ალბათ რეალურ პასუხზე უკეთესიც იქნება".
ვარაუდები კი იმდენია, რამდენიც გაგიხარდეთ! მათ შორისაა Adoring Images, A Roaming Design, God is in the Manager და კიდევ ათობით ათასი სხვა ვერსია.
2. ბენდის ორი წევრი მორმონი იყო
ანაგრამის ვერსიად God is in the Manager-ის ("ღმერთი მმართველია") განხილვა საფუძველს მოკლებული არაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჯგუფის ორი წევრი წინათ მორმონი იყო — სოლისტი დენ რეინოლდსი და გიტარისტი უეინ სერმონი. მორმონები, იგივე უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, ერთ-ერთი ცნობილი ქრისტიანული კონფესიაა, რომლის სახელსაც არაერთი გახმაურებული და კონტროვერსიული თემა უკავშირდება. თუმცა, ჯერ კიდევ ეკლესიის დატოვებამდე, სერმონი ამბობდა, რომ მათი რელიგიური შეხედულებები ჯგუფის მოღვაწეობაზე გავლენას არ ახდენდა.
რაც შეეხება დენ რეინოლდსს, იგი ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც სწორედ მორმონთა ეკლესიის დაფინანსებულია. აქვე გაიცნო მან Imagine Dragons-ის უკვე ყოფილი წევრი ენდრიუ ტოლმანი. რეინოლდსმა 2021 წელს განაცხადა, რომ მორმონი აღარაა. თუმცა, იგი მანამდეც პროგრესული დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა და საკუთარი ეკლესიის შეხედულებებსაც უპირისპირდებოდა.
3. ჯგუფი ლგბტქ თემის აქტიური მხარდამჭერია
ფოტო: Christopher Polk
რეინოლდსსა და მის ყოფილ ეკლესიას შორის უთანხმოების ერთ-ერთი საფუძველი მორმონების ღიად ჰომოფობიური დამოკიდებულება იყო. მოგვიანებით, მომღერალმა მონაწილეობაც მიიღო დოკუმენტურ ფილმში Believer, რომელიც ლგბტქ საკითხებზე მისი ეკლესიის პოზიციას წარმოაჩენდა. აღნიშნული ფილმისთვის მუსიკა რეინოლდსთან ერთად ჰანს ციმერმა დაწერა, საუნდტრეკის ერთ-ერთი სიმღერიდან (Skipping Stones) მიღებული მთელი შემოსავალი კი ლგბტქ თემის მხარდამჭერ ორგანიზაციებს გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს Imagine Dragons-ის ორგანიზებით LoveLoud-ის ყოველწლიური ფესტივალი დაარსდა. ეს ღონისძიება ლგბტქ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და თემის მხარდამჭერი ორგანიზაციების დახმარებას ისახავს მიზნად.
4. ბენდის შემოქმედებაზე ჰიპ-ჰოპმა დიდი გავლენა მოახდინა
ფოტო: Getty Images
Imagine Dragons-ის მუსიკა ჟანრობრივად მაინცდამაინც დავიწროებული არაა და მოიცავს როგორც პოპ-როკს, ასევე ელექტროპოპს, ინდი-პოპსა და ალტერნატიულ როკს. თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჯგუფის შემოქმედებაზე დიდი გავლენა ჰიპ-ჰოპს მოუხდენია.
"ყველანი კენდრიკ ლამარის ფანები ვართ", — ამბობს რეინოლდსი Rolling Stone-თან ინტერვიუში, — "ჩვენზე ჰიპ-ჰოპი იმაზე დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე როკჯგუფების უმრავლესობაზე. მე 2Pac და Biggie მიყვარდა და კენდრიკი სწორედ ამ დროს მახსენებს".
ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ჯგუფი კონცერტზე კენდრიკთან ერთადაც გამოსულა; Imagine Dragons-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი Radioactive კი მოგვიანებით ლამართან კოლაბორაციითაც ჩაიწერა.
5. რეინდოლდსის გარდა, Imagine Dragons-ის ყველა წევრი ბერკლიში სწავლობდა
შემოქმედებით გავლენებზე საუბრისას კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ჯგუფის წევრების უმეტესობას შთამბეჭდავი მუსიკალური განათლება აქვს მიღებული — მათგან სამი ბერკლის პრესტიჟულ სამუსიკო კოლეჯში სწავლობდა.
დრამერ დენიელ პლაცმანს ბერკლის კოლეჯში კინომუსიკის წერის ხარისხი აქვს მიღებული. იგი სასწავლებლის ჯაზ-ორკესტრშიც უკრავდა. გიტარისტი უეინ სერმონი ერთდროულად გიტარის საშემსრულებლო ხელოვნებასა და საკომპოზიციო მიმართულებაზე სწავლობდა. რაც შეეხება ბასისტ ბენ მაქკის, იგი Imagine Dragons-ში სერმონის მოწვევით მოხვდა, ბენდში დასაკრავად კი ბერკლიში სწავლას ბოლო სემესტრში გაანება თავი.
ბონუსი: ჯგუფს საკუთარი მობილური თამაშიც კი აქვს
ფოტო: Imagine Dragons / Facebook
2016 წელს ჯგუფმა მობილური თამაში Stage Rush: Imagine Dragons გამოუშვა, რომელიც პოპულარული თამაშის ერთგვარი ანალოგი იყო. მასში ჯგუფის წევრები მშობლიური ლოს-ანჯელესისა და პარიზის ქუჩებში "დარბოდნენ" და ახალ დონეებზე გადადიოდნენ. აღსანიშნავია, რომ თამაშის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები