ირაკლი შენგელია

ირაკლი შენგელია

10 Apr. 2023, 11:31

მინდა, ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

არ ვაპირებ "კორუმპირებულის" იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა, საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ; არამედ — მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად. ვინაიდან, ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე

ბილ გეიტსი აშშ-ის ფედერალურ კანონმდებლებს ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების რეგულირებისკენ მოუწოდებს. ეთერში 27…