ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

6 Apr. 2023, 00:18

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ნული მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ ან საზოგადოებას მაინც უთხრა. კარგი, NGO-ების გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და უთხარი საზოგადოებას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული. რატომ არ ამბობს, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა, რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. ეს თემები ჩამოვთვალე მე, რაც მეტყველებს საპირისპირო მხარეს, რომ არის პოლიტიკური ინტერესი, მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში.

ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი, დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, შეიძლება, მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის, სატელეფონო საუბრებში რაებს ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს, ამიტომ, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპი არის ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები

2026 წლის 1-ელ აპრილს საქართველოში ავტომობილის იმპორტის წესები განახლდა. მისმა შედეგებმა მალევე მთელი ბაზარი მოიცვა.…