ფორმულა ერთის პარტნიორ პრემიუმ ბრენდებს საქართველოში თეგეტა მოტორსი წარმოადგენს
წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ფორმულა ერთის ჩემპიონატი, მარტიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ავტორბოლის ყველაზე ძვირ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში რბოლა ნოემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც ამ დროისთვის გამოვლინდება.
ჩემპიონატში, სადაც ასპარეზობენ როგორც ცალკეული პილოტები, ისე გუნდები, უმნიშვნელოვანესია სისწრაფე, ხარისხი და გამძლეობა. წარმატების მიღწევაში დიდი როლი აქვთ პარტნიორ პრემიუმ ბრენდებსაც. ფორმულა 1-ის ასპარეზობის 10 მონაწილე გუნდიდან 7 „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში არსებულ პრემიუმ ხარისხის ზეთებს იყენებს, ესენია: Red Bull Racing, Haas F1 Team და Aston Martin - Mobil 1, Ferrari - Shell, Mercedes და Alfa Romeo – Petronas, AlphaTauri - Exxon Mobil oil.
Mobil 1-ს, Shell-სა და Petronas-ს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვთ და მსოფლიო ბაზარზე პირველები არიან. "თეგეტა მოტორსიც" წლებია, ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში.
Shell — უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია, რომელიც ლიდერის პოზიციას არ თმობს და საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად უკვე მეთექვსმეტედ სახელდება. 2005 წლიდან ამ ბრენდის ექსკლუზიური დილერი კავკასიის რეგიონში თეგეტა მოტორსია.
Shell-ს ენდობიან სუპერქარები, შესაბამისად, მას შეიძლება, ენდოს ნებისმიერი მძღოლი. როგორც იცით, Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც ის იყენებს და რეკომენდაციას უწევს, სწორედ Shell Helix Ultra გახლავთ, რომელიც GTL ტექნოლოგიით არის დამზადებული. აღსანიშნავია, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, საწვავის მწარმოებელიცაა. მის საწვავს, Shell V-Power-ს, ისეთი ბრენდები მოიხმარენ, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari.
Exxon Mobil oil და Mobil - MOBIL ნავთობისა და გაზის საერთაშორისო გიგანტის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, ExxonMobil-ის ბრენდია. თეგეტა მოტორსი ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი 2019 წელს გახდა. კომპანია ავითარებს და იყენებს მომავლის ტექნოლოგიებს, რაც მის პორტფელში შემავალი პროდუქტების კონკურენტულ უპირატესობას ქმნის. 30 წელზე მეტია, Mobil 1 ფორმულა 1-ის საკულტო ბრენდია და ეს პარტნიორობა Red Bull-ის გუნდს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენოს ExxonMobil-ის მსოფლიო დონის გამოცდილება.
Petronas – ამ ბრენდის ზეთებს ფორმულა ერთის ჩემპიონატზე "მერსედესისა" და "ალფა რომეოს" გუნდები იყენებენ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ Petronas სეტანტაზე F1-ის ტრანსლაციის ოფიციალური წარმდგენია.
Petronas წამყვანი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი. თეგეტა მოტორსი 2022 წლიდან მისი ოფიციალური წარმომადგენელია.
Petronas-ის მსუბუქი ავტომობილების პრემიუმ ხაზის ზეთები, Syntium, იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას. Syntium ასეთი მაღალი ეფექტიანობით არა მხოლოდ სპორტულ ავტომობილებს, არამედ მსუბუქ ავტომობილებსაც უზრუნველყოფს.
ფორმულა 1-ის პილოტი, შვიდგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი სწორედ Petronas Syntium-ის მომხმარებელია. ავტომრბოლელი თავის სარბოლო Mercedes-ის ძრავის ავტომობილში სწორედ Syntium-ის ზეთს იყენებს, რაც მის ისედაც ძლიერ ავტომობილს, დამატებით, გამარჯვებისთვის საჭირო შესაძლებლობებს სძენს.
აქვე აღსანიშნავია, რომ F1-ის ასპარეზობის წამყვანი გუნდები Brembo-ს ხუნდებს იყენებენ, რომელთა შეძენაც ასევე თეგეტა მოტორსშია შესაძლებელი. კომპანია 2019 წლიდან Brembo-ს ოფიციალური დისტრიბუტორია.
1975 წლიდან დღემდე Brembo-ს ანგარიშზეა 60-ამდე მოგებული ჩემპიონატი. მის პიონერულ სამუხრუჭე სისტემებს იყენებდნენ მსოფლიოს უსწრაფესი და ყველაზე ცნობილი ერთადგილიანი სარბოლო მანქანები Ferrari-დან McLaren- Honda-ამდე. იმ მძღოლებმა, რომლებმაც Brembo-სთან ერთად ირბინეს, ჩამოაყალიბეს ფორმულა 1-ის ისტორია, მათ შორის არიან მაიკლ შუმახერი, აირტონ სენა და ნიკი ლაუდა.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები