ლევან იოსელიანი

5 Apr. 2023, 01:34

ნათია ჯულაყიძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემთან, ჯერ კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ის არის ჩემი ერთ-ერთი მოადგილე და ასე ვთქვათ, ის პრეტენზიები თუ უხერხულობა, რაც ამასთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა... მე თავად პოლიტიკოსი ვიყავი და შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა პოლიტიკურ პარტიაში, ბუნებრივია, ისიც რაღაცით ამ პარტიასთან იქნებოდა დაკავშირებული. 

ისე როგორც მე, ნათიამაც დატოვა პარტია. მე აღარ ვარ პოლიტიკაში, შესაბამისად არც მე, არც მას, არანაირი კავშირი აღარ გვაქვს პოლიტიკასთან. ეს დანიშვნა არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, რაც მთავარია. ნეპოტიზმს რაც შეეხება, ის არ არის ჩემი ნათესავი, ის არის ალეკოს ნათესავი. მე მგონი, ალეკოსთან ნათესაობა არ არის რაღაც განაჩენი ადამიანისთვის, თუ ის არის პროფესიონალი და ის ნამდვილად არის პროფესიონალი. ის კომპეტენტურია და მე მარტო ამ ნიშნით შევთავაზე ამ თანამდებობის დაკავება. დარწმუნებული ვარ, ის თავს ძალიან კარგად გაართმევს. 

ამბობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ნათია ჯულაყიძე, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილედ დაინიშნა ალეკო ელისაშვილის დისშვილია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც მეორე პილოტს დანა…