Archive-ის დაბრუნება და გენიალური დასასრული - Tbilisi Open Air 2017 დაიხურა
ფოტო: დემეტრე დათიაშვილი
18 ივნისი Tbilisi Open Air 2017-ის ბოლო საფესტივალო დღე იყო, რომელიც როგორც გაირკვა, ახალგაზრდების უმეტესი ნაწილისთვის განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა.
Lisi Wonderland-ის ტერიტორია შუადღეს უკვე გადატვირთული იყო. ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობდნენ და ლუდს წრუპავდნენ, ზოგიერთები ფრენბურთს თამაშობდნენ, ბავშვებს ართობდნენ, მუსიკას უსმენდნენ, მინდორზე წამოწოლილები ისვენებდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. ერთი სიტყვით, ლისი მართლაც რომ საოცრებათა ქვეყანას ჰგავდა.
ფესტივალის შესასვლელში რიგი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ არაჩვეულებრივი პირველი და მეორე დღის შემდეგ, მესამე კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნებოდა.
ამასობაში, Golden Stage-ზე ჯგუფი Killages გამოჩნდა და ლისზე ცოცხალი მუსიკის პირველი ნოტებიც აჟღერდა. ისინი Sexy Bicycle-მ ჩაანაცვლა, შემდეგი კი ქართველი რეპერი Sf-x იყო. რეპერმა თავისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრები შეასრულა და მსმენელის ყურადღებაც მიიპყრო. მისი გამოსვლა იყო კარგი მაგალითი იმისა, რომ ქართული ჰიპ-ჰოპი არსებობს და პროგრესირებს.
Golden Stage-ზე Sf-x Moku Moku-მ ჩაანაცვლა, Main Stage-ზე კი თავისი გამოსვლა The Black Marrow-მ დაასრულა და სცენა Kung Fu Junkie-ს დაუთმო. ამ უკანასკნელმა, სცენასთან შეკრებილ მსმენელებს ორიგინალური მუსიკის ფონზე, საინტერესო სანახაობაც შესთავაზა. ჯგუფის წევრები სცენაზე სათამაშო ავტომატების თანხლებით მღეროდნენ და მსმენელებისთვის ბოლომდე იხარჯებოდნენ.
ფესტივალზე მოსულ ადამიანებში უკვე აშკარად შეინიშნებოდა, რომ დღის ჰედლაინერის გამოსვლამდე წუთებს ითვლიდნენ, თუმცა სანამ Archive გამოჩნდებოდა, Main Stage-ის სცენა Young Georgian Lolitaz-მა დაიკავა. მათ გამოსვლას მსმენელებში დიდი სიხარული მოჰყვა. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ქართულმა ჯგუფმა მსმენელისთვის როგორც ახალი, ისე ძველი ჰიტები შეასრულა.
კარგად რომ დაღამდა და ფესტივალის ტერიტორია სცენიდან წამოსული განათების იმედად დარჩა, Open Air-ის Main Stage-ზეც ჩამობნელდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ Archive გამოსასვლელად უკვე მზად იყო. ამ დროს, უამრავი ადამიანის ემოციამ იფეთქა და ტერიტორია Archive-ის ფანების კივილმა გადაფარა. სცენა მისტიური წითელი ფერით განათდა და მაყურებელმა კიდევ ერთხელ გამაყრუებელი ხმა გამოსცა. მოლოდინი პიკს აღწევდა.
ბრიტანული ჯგუფი საქართველოში მეორედ იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ჯგუფმა თითქმის ყველა ჰიტი შეასრულა, მათი კონცერტის მიმართ მოლოდინი კიდევ უფრო გაზრდილი იყო. Archive-მა ახალი ალბომი The False Foundation 2016 წელს გამოუშვა და ამჟამად მსოფლიო ტურნეში მყოფი ჯგუფი თავისი ალბომის პოპულარიზაციას ეწევა. ამის მიუხედავად, ქართველი მსმენელი ძალიან მომზადებული აღმოჩნდა. სცენასთან შეკრებილი ადამიანები ყველა სიმღერაზე მღეროდნენ და საუკეთესო განწყობას ქმნიდნენ.
Archive-მა კონცერტი სწორედ ახალი ალბომის ერთ-ერთი მთავარი ნამუშევრით, Driving in Nails-ით გახსნა. შემდეგი იყო The False Foundation, Crushed, Kid Corner და ა.შ. ახალ სიმღერებთან ერთად, ბრიტანულმა ჯგუფმა ძველი სიმღერებიც შეასრულა, მათ შორის საქართველოში 2015 წელს უკვე შესრულებული Bullets, Numb და Fuck you.
კონცერტის დასასრულს მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. Archive-მა მიმდინარე ტურნეს განმავლობაში უკვე 6 კონცერტი ჩაატარა და არც ერთ მათგანზე ჯგუფს მათი საკულტო სიმღერა, Again და Lights არ უმღერია. ცხადია, ლოგიკური იყო, რომ არც საქართველოში ემღერათ ეს. როგორც ოფიციალური Setlist-იდან ჩანს, ამის გაკეთებას ოფიციალურად არც აპირებდნენ. მიუხედავად ამისა, ბრიტანულმა ჯგუფმა Lisi Wonderland-ზე შეკრებილი ადამიანები Encore-ზე Again-ის საოცარი შესრულებით დააჯილდოვა და Tbili Open Air 2017 გენიალურად დახურა.
მთლიანობაში, Tbilisi Open Air 2017 თავისი არსებობის ისტორიაში, შესაძლოა საუკეთესოც კი იყო. სამი დღე, რომელიც ფესტივალის ტერიტორიაზე გავატარეთ, იდეალური შესაძლებლობა იყო ცოტა ხნით მაინც გავქცეოდით ყოველდღიურ რუტინას და სულიერად დაგვესვენა.
შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air 16 ივნისს დაიწყო და 18 ივნისს დასრულდა. ამ დროის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე მღეროდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან Sevdaliza, Anathema, Soft Eject, Leningrad, Archive და სხვ. Tbilisi Open Air-ი 2018 წლამდე გემშვიდობებათ. ვნახოთ, როგორი იქნება მომავალი წლის Line-up.
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა






































კომენტარები