5 რამ, რაც 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე უნდა იცოდე
ფოტო: UEFA
UEFA-ს 21 წლამდელთა საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ნაკრებები იღებენ. 1992 წლიდან შეჯიბრებას საზაფხულო ოლიმპიადის საკვალიფიკაციო დანიშნულებაც აქვს. ჩემპიონატის სამი საუკეთესო ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე გაემგზავრება, რომელიც 2024 წელს გაიმართება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული საფეხბურთო ღონისძიება პრესტიჟული შეჯიბრებაა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ქვეყნების ნაკრებები საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძვიან. სტატიაში აღმოაჩენთ 5 საინტერესო ფაქტს 2023 წლის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის შესახებ, რომელიც 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
1. ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
ფოტო: PM
საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში 1996 წლიდან მონაწილეობს, თუმცა წელს პირველად ასპარეზობს ფინალურ, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ამასთან, წელს საქართველო პრესტიჟული ევროპული ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელი იქნება. ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილი მატჩები საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ღირსეული მასპინძლობისთვის აქტიური მზადება უკვე დაიწყო.
2. საქართველოს სამ მასპინძელ ქალაქში ჩემპიონატამდე დარჩენილი დროის ათვლა უკვე დაიწყო
ფოტო: TKT
ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველოს სამი ქალაქი — თბილისი, ბათუმი და ქუთაისი უმასპინძლებს. ჩემპიონატამდე დაახლოებით სამი თვე დარჩა და ღონისძიებისთვის აქტიური მზადებაც დაწყებულია. 13 მარტს, მასპინძელ ქალაქებში საზეიმო ვითარებაში ჩაირთო უკუსვლის საათები და ჩემპიონატამდე დარჩენილი დროის ათვლა დაიწყო. უკუსვლის საათი თბილისში რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ, ხოლო ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელში განთავსდა. გულშემატკივრებს თამაშებზე დასასწრები ბილეთების წინასწარ შეძენა უკვე შეუძლიათ.
3. 16 მატჩი, მათ შორის ფინალი, საქართველოში გაიმართება
ფოტო: GF
ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში 6 შეხვედრა ჩატარდება. ჩემპიონატში მასპინძელი ქვეყნების, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები, ასევე ბელგიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ინგლისის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, შვეიცარიის, უკრაინის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ხორვატიის, ისრაელისა და 2021 წლის ჩემპიონი გერმანიის ნაკრებები იასპარეზებენ.
ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები 4 ჯგუფში არიან გადანაწილებული. A და C ჯგუფის მატჩები საქართველოს ქალაქებში გაიმართება. საქართველო A ჯგუფშია, ამიტომ ქართველ გულშემატკივარს მატჩებზე დასწრება მარტივად შეუძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატის ფინალი 8 ივლისს, საქართველოში, ბათუმის სტადიონზე გაიმართება.
4. ქომაგობისთვის გზა სულ არის
ფოტო: GFF
საქართველოსთან ერთად, ჩემპიონატის A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებები არიან. ახალგაზრდული ღონისძიება 21 ივნისს, საღამოს 8 საათზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებით დაიწყება. ჩვენი ქვეყნის ნაკრები 24 ივნისს, საღამოს 8 საათზე ბელგიასთან ითამაშებს, 27 ივნისს კი — ნიდერლანდებთან.
საქართველოს ნაკრების უპირატესობა საკუთარი ქვეყნის სტადიონზე თამაშია, თუმცა ამასთან ერთად გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერა გადამწყვეტია. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ჯგუფური ეტაპიდან გასვლას შეძლებს, 1-2 ივლისს მეოთხედფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
5. ჩემპიონატის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ქართული სპორტისა და ქვეყნის პოპულარიზაციის ერთგული მხარდამჭერი, 2023 წლის ჩემპიონატის პარტნიორი იქნება და ღონისძიების წარმატებით ჩატარებას უზრუნველყოფს. ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა და ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ჩვენი ქვეყნის ევროპისა და მსოფლიოს სპორტის რუკაზე კიდევ ერთხელ გამოჩენას უწყობს ხელს, ამიტომ საქართველოს ბანკი ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში აქტიურადაა ჩართული.
საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის ერთგული მხარდამჭერია. 2022 წელს მხარეებს შორის გაფორმდა 5-წლიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი, 2026 წლის ჩათვლით, მხარს დაუჭერს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუსტალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს, უზრუნველყოფს მათ საჭირო რესურსებით, შექმნის საგანმანათლებლო პლატფორმებს და ითანამშრომლებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში.
21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, უქომაგე საქართველოს ახალგაზრდულ საფეხბურთო ნაკრებს და დაესწარი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაგეგმილ მატჩებს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
კომენტარები