სალომე ზურაბიშვილი

8 Mar. 2023, 00:10

მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს რუსთაველზე დგახართ როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ აქ მე ნიუ იორკში, და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რომლისთვისაც საქართველო რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა. რისთვისაც დღემდე მოვედით. და მე ვარ თქვენს გვერდით, დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს, ყველას. 

არავის არ აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი. ვენეციის კომისიამ კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს. მე ამ კანონს დავადებ ვეტოს, არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, ის კონსტიტუცია, რომელიც გარანტიც ვარ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  4. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  5. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

გირჩევთ

ახლა კითხულობენ