საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს — საჯარო მეტყველების კონკურსზე რეგისტრაცია 6 მარტს დასრულდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) საქართველოში საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსს მართავს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
სწორედ ამ მიზნით, კონკურსის გამარჯვებულს აქვს შანსი, გაემგზავროს ლონდონში და მიიღოს მონაწილეობა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში.
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 6 მარტს დასრულდება.
პროექტში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
პირველი ტურის ფარგლებში, ახალგაზრდები წარადგენენ საკუთარ ესეს თემაზე „ერთა შორის ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მარტო მთავრობებს არ უნდა ეხებოდეს“. 30 საუკეთესო თემის ავტორი გადავა მეორე ტურში და წარდგება ოთხი წევრისგან შემდგარი ჟიურის წინაშე, რომელიც 10 საუკეთესოს შეარჩევს.
მესამე ეტაპზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და II-III საპრიზო ადგილის მფლობელი კონკურსანტები. გამარჯვებული გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.
"საქართველოს ბანკის მიზანია, ახალგაზრდებისთვის შექმნას ახალი შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მათი პოტენციალის გამოვლენას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან საქართველოს ბანკი საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის აქტიური მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები ივითარებენ კრიტიკულ აზროვნებასა და ლოგიკური მსჯელობის უნარებს, სწავლობენ საჯარო მეტყველების თავისებურებებს და საჯარო გამოსვლის ტექნიკებს, რაც მომავალში დაეხმარება მათ როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, შეჯიბრში მონაწილეობა 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება",— აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გოჩაშვილი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 6 მარტამდე უნდა მიმართონ British Corner-ის წარმომადგენლებს ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected], ესეს მოსამზადებლად დრო კი 22 მარტამდე ექნებათ.
ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინგლისური ენის საშუალებით. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. დღეს პროექტში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60- ს ითვლის, ხოლო კონკურსში მონაწილეთა რიცხვი კი 1 000 000 - მდეა.
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
კომენტარები