IPI პარლამენტარებს მოუწოდებს, არ მიიღონ კანონი "უცხოური გავლენის აგენტებზე"
ფოტო: თათია შურღაია / On.ge
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მიიჩნევს, რომ კანონი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის იარაღად გამოიყენება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
- მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
- ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
- ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
- სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
- ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.
დეტალები: IPI-ში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი ავტორიტეტულ სახელმწიფოებში მოქმედებს, მაგალითად კი რუსეთი მოჰყავთ.
- "IPI ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს კანონმდებლები განიხილავენ შესაძლებლობას, რუსული ავტორიტარული სცენარის წიგნიდან ამოიღონ ერთი გვერდი "უცხოეთის აგენტებზე" კანონმდებლობის შემოღებით. პუტინის კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ იყო კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი რუსეთში პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად, სხვა უფლებებთან ერთად.
- ასეთ კანონმდებლობას აბსოლუტურად არაფერი ესაქმება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და რომელიც იცავს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს", — განაცხადა IPI-ის დირექტორის მოადგილემ, სკოტ გრიფენმა.
- პრესის საერთაშორისო ინსტიტუტში, ასევე, ამბობენ, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქართული საზოგადოებას და ქვეყნის უსაფრთხოებას, სახელმწიფოს კი აძლევს მძლავრ ინსტრუმენტს განსხვავებული ხმების, მათ შორის, ჟურნალისტების დასაშინებლად.
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
კომენტარები