რას პასუხობს Wolt კურიერების პროტესტს
ფოტო: მაუწყებელი
კომპანია თანამშრომლების გაფიცვასა და საკუთარ პოზიციაზე განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: Wolt-ის კურიერებმა 5 თებერვალს ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით აქცია გამართეს.
- მათივე განცხადებით, ანაზღაურება, რომელსაც კომპანია უხდით, მიზერულია და ტარიფი უნდა გაიზარდოს.
- სოლიდარობის ნიშნად, გაფიცულებს გლოვოს კურიერებიც შეუერთდნენ.
დეტალები: კომპანიაში დაზღვევასთან დაკავშირებით, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი საგანი იყო, ამბობენ, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტნიორ კომპანიებთან, რათა სადაზღვევო შემთხვევები უფრო სწრაფად იქნას განხილული და დროულად ანაზღაურდეს.
- რაც შეეხება დისტანციის მცირედი ცდომილებით გაზომვას, როგორც Wolt-ში განმარტავენ, კომპანიისთვის "ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი კურიერების მიერ რეალურად დაფარული მანძილის სწორი გაზომვა" და შესაბამისი ანაზღაურება.
- საუბრობენ კომპანიის მიერ კურიერების აპლიკაციის რუკის განახლებასა და Google Map-ის ნავიგაციის დანერგვაზე, რომელიც, მათი თქმით, განვლილი მანძილის გაზომვის სიზუსტის პრობლემას მოხსნის.
- "ამ ეტაპზე, პარტნიორებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეკვეთის დისტანციაში მნიშვნელოვანი ცდომილებები კომპენსირდება ხელით. Google Map-ის ნავიგაცია ტესტირების პროცესშია ქალაქ ბათუმში და მოკლე დროში ამ რუკით სარგებლობა პარტნიორი კურიერებისთვის თბილისშიც იქნება შესაძლებელი".
ანაზღაურება: როგორც Wolt-ში აცხადებენ, პირველ თებერვალს შეკვეთების ანაზღაურების განსაზღვრის "სრულიად ახალი მეთოდი" დააანონსეს, რომელიც ძალაში ეტაპობრივად 15 თებერვლიდან შევა.
- მათივე თქმით, ახალი სისტემით კურიერების ანაზღაურება დინამიურად, კონკრეტული შეკვეთის პარამეტრებიდან გამომდინარე დაანგარიშდება.
- "შედეგად, ის მეტად სამართლიანად დაიანგარიშებს მიტანის ანაზღაურების ოდენობას მისი შესრულების ძალისხმევის საფუძველზე რაც პოზიტიურად აისახება პარტნიორი კურიერების გამომუშავებაზე", — ამბობენ კომპანიაში.
- რის შემდეგაც კურიერთა ამჟამინდელ მოთხოვნებს "არარელევანტურს" უწოდებენ, რადგან, როგორც განმარტავენ, ის გამომუშავების ძველი სქემის ცვლილებას ეხება.
- "გვესმის კურიერების მცირე ჯგუფის უკმაყოფილება და პატივს ვცემთ მათი პროტესტის უფლებას. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია მათ მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა იმ პარტნიორი კურიერების მიმართ, რომლებიც არ უერთდებიან პროტესტს".
Wolt-ში ამბობენ, რომ ესმით კურიერთა "მცირე ჯგუფის" უკმაყოფილება და პატივს სცემენ მათ პროტესტის უფლებას, თუმცა:
- "მიუღებელია მათ მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა იმ პარტნიორი კურიერების მიმართ, რომლებიც არ უერთდებიან პროტესტს".
- ასევე, კურიერებს პროტესტის "აგრესიულ და შეურაცხმყოფელ ფორმაში" გადაზრდაშიც ადანაშაულებენ.
- "პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფმა გამოიყენა მჩაგვრელი და შეურაცხმყოფელი ფორმა სხვა პარტნიორი კურიერების, ჩვენი პარტნიორი რესტორნებისა და კომპანიის თანამშრომლების მიმართ. კომუნიკაციის ეს ფორმა სრულიად მიუღებელია".
- განცხადების ბოლოს, თანამშრომლებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებენ და დასძენენ, რომ მათი პრობლემების მოსასმენად მზად არიან.
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
კომენტარები