შეიძლება ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ ცას ვუყურებთ და ერთსა და იმავე ქუჩებზე დავდივართ, მაგრამ თითოეული ფანჯრიდან დანახული სამყარო სხვადასხვაა — უფრო სწორად, სხვადასხვანაირად მშვენიერი.

ძალიან გამიხარდა, როცა ერთ დღეს ფეისბუქის სქროლვისას ჯგუფს "ჩემი ფანჯრიდან" გადავაწყდი. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი უცხოური ჯგუფი, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს საკუთარი ფანჯრებიდან დანახულ ხედებს უზიარებდნენ, აქამდეც მენახა, არასდროს მომსვლია აზრად, სხვების ფანჯრებიდან დანახული საქართველო დამეთვალიერებინა.

შესაძლოა მეგონა, რომ ქვეყანა, სადაც 20 წელზე მეტია ვცხოვრობ, საკუთარი თვალებითა თუ ფოტოგრაფების ობიექტივით უკვე ბოლომდე მქონდა შესწავლილი, თუმცა ჯგუფში დადებული ფოტოების ნახვისას მივხვდი, რომ სხვისი ფანჯრიდან დანახული ჩემი ქუჩაც კი განსხვავებულად საუცხოოა.

"ერთ-ერთ საერთაშორისო ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, view from my window, ხშირად ვათვალიერებ ფოტოებს, რადგან ძალიან საინტერესოა სხვისი ფანჯრებიდან მსოფლიოს დათვალიერება. გადავწყვიტე, შემექმნა მსგავსი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ხედებზე იქნებოდა ორიენტირებული.

თავიდან მიზანი უბრალოდ საინტერესო და ლამაზი გარემოს შექმნა იყო და შემდეგ მივხვდი, რომ სხვის ფანჯარაში გახედვით უფრო კარგად გავიცნობთ ჩვენს ქვეყანას.
მომავალში მინდა პატარა გამოფენის მოწყობაც, რადგან უკვე იმდენად საინტერესო და ლამაზი ფოტოები გვაქვს კოლექციაში, მგონია, რომ უფრო ბევრმა ადამიანმა უნდა დაათვალიეროს და გაიცნოს", — გამიზიარა ჯგუფის შემქმნელმა ნენსი ვოლანდმა.

ახლა კი თავს აღარ შეგაწყენთ და ჩემს რამდენიმე რჩეულ ფოტოს გაგიზიარებთ:

"ჩემი ფანჯრიდან სხვის ფანჯარაში"

ფოტო: ნინა რატიანი

ფოთის შუქურა

ფოტო: უჩა გოგიჩაშვილი

შოვი

ფოტო: სალომე ტყეშელაშვილი

სამეგრელო, სოფელი ახუთი

ფოტო: ნათია ჯალაღონია

სკოლის ფანჯრიდან, აფენი

ფოტო: სოფო ქასრაშვილი

ზემო რაჭა

ფოტო: ლადო აშოთია

"ხედი ჩემი სამსახურის ფანჯრიდან"

ფოტო: მარიამ გაბუნია

"ოქტომბრის თბილი და ღუნღულა დილა საუკუნოვანი ოდა აივნიდან. რაჭა, ლიხეთი, 2021"

ფოტო: მარიამ მესხიშვილი

წყალტუბო

ფოტო: Sesilia Eden

"შარშან ამ დროს გადავიღე მამაჩემის სახლიდან. ბათუმი."

ფოტო: თამარ მესხი

"ზღვის დონიდან 3014 მეტრზე, ღამის სამი საათი"

ფოტო: ბექა მამუკაშვილი

"ხედი ჩემი მეორე ფანჯრიდან. თბილისი, ქვემო ფონიჭალა. ზაფხული"

ფოტო: Nancy Woland

პ.ს. შენი ფანჯრიდან დანახული სამყარო სულ სხვაა.