დეპრესიის სამკურნალოდ ტვინის იმპლანტი შეიმუშავეს
Inner Cosmos-მა, ახალმა ნეიროტექნოლოგიურმა კომპანიამ, ცოტა ხნის წინ თავისი პირველი ნერვული იმპლანტი წარმოადგინა. იმპლანტი დეპრესიის სამკურნალოდ შეიქმნა. ახალ ტექნოლოგიას "გონების ციფრულ აბს" ეძახიან.
"ჩვენ შევქმენით კოხლეარული იმპლანტი დეპრესიის სამკურნალოდ. თუმცა, ის ასევე ეფექტიანი იქნება სხვა კოგნიტური დარღვევების წინააღმდეგ", — განაცხადა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მერონ გრიბეცმა.
დეპრესია მსოფლიოში ყველაზე დიდი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც კოვიდამდე 241 მილიონ ადამიანს აწუხებდა. პანდემიის შემდეგ ეს რიცხვები გაორმაგდა. პროგნოზებით ფსიქიკური აშლილობები 2030 წლისთვის გლობალურად 16 ტრილიონი დოლარი დაჯდება. გრიბეცის თქმით, ეს ახალი ტექნოლოგია სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშავდება. გრიბეცი თანამშრომლობს ნეიროქირურგთან ერიკ ლეითჰარდტთან, ლაზერული ნეიროქირურგიის პიონერთან, რათა განავითაროს ტვინის კომპიუტერის ინტერფეისი (BCI). პაწაწინა იმპლანტი თავსდება კანქვეშ და არაინვაზიურად ზის თავის ქალაზე.
უნიკალური სისტემის დიზაინი ორი ნაწილისგან შედგება. საქმე გვაქვს იმპლანტთან, რომელიც თითის ფრჩხილის ზომისაა. ის იმპლანტირებულია კანქვეშ და შეუმჩნევლად თავსდება თავის ქალას გვერდით. მეორე ნაწილი არის "prescription pod", საკმაოდ პატარა მოწყობილობა, რომელიც იკეცება თმაზე მოწყობილობის ეფექტის გასაძლიერებლად. უკვე ამის შემდეგ, ფსიქიატრი აპროგრამებს მოწყობილობას და არეგულირებს მას. ის ამოძრავებს ციფერბლატებს თითოეული პაციენტის საჭიროების მიხედვით. სენსორები მუდმივად აკონტროლებენ იმპლანტს. ექიმს შეუძლია შეამოწმოს მონაცემები რათა ნახოს, თუ როგორ მუშაობს მათი პაციენტების ტვინი რეალურ დროში.
რაც მნიშვნელოვანია, კომპანიამ ახლახან მიიღო FDA-ისგან პროდუქციის უშუალოდ ადამიანზე გამოცდის უფლება.
Inner Cosmos-მა ცოტა ხნის წინ დახურა $10 მილიონიანი დაფინანსების რაუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თელ-ავივში დაფუძნებული კაპიტალის ფონდი KittyHawk VC-ისა და Loup Ventures-ის მონაწილეობით.
კომენტარები